დასვენება, როგორც ჩანს, პერმანენტულად იქცა – საახალწლო ორკვირიანი „არდადეგები“ უსასრულოდ გრძელდება. მკაცრი შეზღუდვების დაწყებიდან ქვეყანაში შეჩერებულია ბაზრობების, მაღაზიების, რესტორნების, კაფეების, სპორტდარბაზებისა და სხვა ობიექტების მუშაობა. ასევე დაკეტილია სკოლები და საბავშვო ბაღები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოქმედებს კომენდანტის საათი. უამრავი ბიზნესი და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანი კარგავს შემოსავლებს. ისინი, ვინც უკმაყოფილო არიან სიტუაციით, კვირას პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოვიდნენ.
© Sputnik / STRINGERკვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა

კვირას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ასობით ადამიანმა გააპროტესტა
© Sputnik / STRINGERაქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა
© Sputnik / STRINGERმასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები

მასში მონაწილეობდნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციის და სხვადასხვა სახის ბიზნესის წარომადგენლები
© Sputnik / STRINGERმათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე

მათ დიდ ნაწილს ეკეთა პირბადე
© Sputnik / STRINGERაქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა

აქციაზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა
© Sputnik / STRINGERაქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს

აქციის მონაწილეთა ნაწილი თავიდან პარლამენტთან გამოხატავდა პროტესტს
© Sputnik / STRINGERზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს

ზამთრის სპორტის მოყვარულებმა აქციაზე შვილებიც მიიყვანეს
© Sputnik / STRINGERმომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები

მომიტინგეები რუპორებით და პრესის საშუალებით ცდილობდნენ მთავრობისათვის გაეგონებინათ საკუთარი მოთხოვნები
© Sputnik / STRINGERაქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა

აქციაზე უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი იმყოფებოდა
© Sputnik / STRINGERაქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა

აქცია რამდენიმე საათს გაგრძელდა
© Sputnik / Vladimir Umikashviliთუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა

თუმცა აქტივისტების ნაწილმა გადაწყვიტა მიტინგი კომენდანტის საათის დროს გაეგრძელებინა
© Sputnik / Vladimir Umikashviliცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს

ცხრა საათის შემდეგ მათ ჟურნალისტების თანხლებით მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც მოითხოვდნენ კომენდანტის საათის გაუქმებას და აქტივისტი ირაკლი ფანგანის გათავისუფლებას, რომელიც ბათუმში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის ნაგვის ურნის სროლისთვის დააკავეს