საქართველოში თვლიდნენ და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც მდინარე იორდანეს მაცხოვრის ნათლისღებისას.
დღეს, 19 იანვარს ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.
წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.

მალე მზე ამოვა და ავტომობილის სახურავზე მოდებულ ყინულს უკვალოდ გააქრობს

მყინვარე მზიან დღეს ფერთა გამას თვალი განსაკუთრებით კონტრასტულად აღიქვამს

დილის გასეირნება კი ყველას ენერგიით ავსებს

ზოგი კი დადებით ემოციებს თევზაობით ღებულობს

მიუხედავად იანვრისა, გარშემო სიმწვანეა, თუმცა, ჯერ-ჯერობით, თოვლიც არ გამდნარა, რაც პატარებს ძალიან ახარებთ

შადრევანში სასმელი წყალიც გაიყინა, თუმცა დღის მეორე ნახევარში გალღვება და წყურვილის მოკვლაც შესაძლებელი იქნება

ამასთან, ვისაც ძალიან ცივა, შეუძლია ნებისმიერი სხვა სასმელი მიირთვას

მითუმეტეს, რომ ცხელი არომატული ყავა მის მოყვარულებს განუმეორებელ შეგრძნებებს ჩუქნის

ნებისმიერი პატარასთვის კარგი გასართობია ბრტყელი ქვების წყალზე სროლა. ზაფხულობით ისინი არ იძირებიან, რადგან ყინულზე მიცურავენ

პენსიონრებს ასეთ ამინდში ჭადრაკის თამაში ხიბლავთ. მათ ყოველთვის ყავთ მეტოქეც და გულშემატკივრებიც

გაყინული ბალახი კი შეყვითლებული ფოთლებითაა მოფენილი, რაც კიდევ უფრო ახალისებს გარემოს

ასეთ სიცივეში ხის დიდი მორებიც იყინება

ყინვაში ადამიანსაც განსაკუთრებული აურა აქვს

მაგრამ სიცივე ზოგისთვის მეტისმეტად აუტანელია

ამიტომ ყინვაში ცარიელია ქალაქის პარკები და სკვერები, თუმცა მალე გაზაფხული მოვა და ყველაფერი კვლავ ხალისს დაიბრუნებს
