22:51 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
ფოტო

პანდემია და შეზღუდვები: რა სახის ტრანსპორტით სარგებლობენ თბილისელები - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
111 0 0
  • მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, თბილისში მაინც უსასრულო საცობებია
  • ავტობუსები უკვე დიდი ხანია გაჩერებულია, მათ სამოძრაო ზოლში კი კერძო ტრანსპორტი გადაადგილდება
  • ქუჩაში ხშირად შევხედბით მოტოციკლებს, რომლებიც, სატრანსპორტო საშუალებაზე მეტად ჰობია
  • ტაქსი კი ყველასთვის ხელმისაწვდომი ტრანსპორტია. მათზე გაზრდილი მოთხოვნა ტარიფების ზრდის მიზეზი გახდა, თუმცა თბილისის ტაქსი მაინც ერთ-ერთი ყველაზე იაფია მსოფლიოში
  • თანამედროვე სკუტერი კარგად ითავსებს ქვეითისა და ძრავიანი აგრეგატის ყველა უპირატესობას
  • სკუტერი საკმაოდ მოსახერხებელია, მისით ყველა კატეგორიის ადამიანი სარგებლობს
  • ელექტროსკუტერებზე კი ნამდვილი ბუმია. მისი ქირაობა არც ისე იაფია, თუმცა თბილისში ეს ახლა მოდაშია
  • ზოგიც ველოსიპედით სარგებლობს, რითაც არ ბინძურდება გარემო, თავად ველოსიპედისტები კი სხეულს ფორმაში ამყოფებენ, თან დანიშნულების ადგილზეც მიდიან
  • პატარები სპორტზე წასასვლელად პატარა სკუტერებს იყენებენ
  • სკეიტბორდით გადაადგილება შედარებით რთულია. მასზე დგომას შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ჭირდება
  • გიროსკუტერით სიარულიც საკმაოდ რთულია, თუმცა ეფექტური
  • დაღლილ პატარას აღმართში სიარულშ დედა ეხმარება
  • ამ პატარას კი თავად გადაადგილება ჯერ არშეუძლია, თუმცა დრო ძალიან სწრაფად გადის
  • სკუტერები ქალაქში საკმაო პოპულარობით სარგებლობენ
  • უფროსი თაობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ყველაზე სასარგებლო, მარტივი და სანდო ფეხით სიარულია
© Sputnik / Goga Vardzieli
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს, თბილისში მაინც უსასრულო საცობებია

თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში კორონავირუსის პანდემიის გამო კვლავ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. „Sputnik-საქართველოს“ რეპორტიორმა გადაწყვიტა ეჩვენებინა, რა სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობენ თბილისელები დღეს.

ქვეყნის ხელმძღვანელობამ მოქმედი შეზრუდვების 1 თებერვლამდე გახანგრძლივება გადაწყვიტა. ეპიდემიოლოგების თქმით, ეს ზომები ვირუსის შესაძლო მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად მიიღეს. ბოლო დროს რეგულაციები ბევრ განვითარებულ ქვეყანაში გამკაცრდა. 

მოსახლეობამ შეზღუდვები სხვადასხვაგვარად მიიღო. მაღალი მობილობა პირდაპირ კავშირშია თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობასთან. უმეტესობა სამსახურში საზოგადოებრივი თუ კერძო ტრანსპორტით დადის. პანდემიამდე ხანდახან თავს უფლებას ვაძლევდით წავსულიყავით თეატრში, კინოში, ან რესტორანში. ან თუნდაც მეგობრებთან მივდიოდით სტუმრად. თავისუფალ დროს კი ვმოგზაურობდით ქვეყანაში, ან მის ფარგლებს გარეთ. 

უცებ კი ეს ყველაფერი აგვეკრძალა. საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, რომ რეგულაციები სავალდებულო ზომაა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჭეშმარიტება: ადამიანები რაღაცის დაფასებას მისი დაკარგვის შემდეგ იწყებენ. პანდემიამ კი ყველას შეგვახსენა, რამდენად დიდი მოთხოვნები აქვს ცივილიზებულ ადამიანს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, თბილისელები მაინც მიილტვიან სრულფასოვანი ცხოვრებისკენ. კრეატიული ადამიანები გამოსავალს ხომ ყველა სიტუაციაში პოულობენ. 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები