https://cdn2.img.sputnik-georgia.com/images/07e5/01/0b/250583021.jpg
Sputnik სპუტნიკი-საქართველო
https://cdn2.img.sputnik-georgia.com/i/logo.png
Sputnik
https://cdn2.img.sputnik-georgia.com/i/logo.png
https://sputnik-georgia.com/foto/20210111/250583715/rekorduli-didtovloba-bolo-80-wlis-ganmavlobashi-madridshi-foto.html
პირენეის ნახევარკუნძულზე ქარიშხალმა „ფილომენამ“ წვიმა, ძლიერი ქარი და თოვა გამოიწვია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში თოვლით დაფარული მადრიდის სურათები.
ძლიერ თოვას, რომელიც ბოლო 80 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია, სინოპტიკოსებმა „ისტორიული“ უწოდეს. დიდთოვლობამ ესპანეთის დედაქალაქის პარალიზება გამოწვია.
თოვლის გამო შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა ყველა მიმართულებით. ქალაქში შეწყვეტილია ავტობუსების გადაადგილებაც, მეტროს ზოგიერთი ხაზი კი შეფერხებებით მუშაობს.
დედაქალაქის ხელისუფლება ადგილობრივებს მოუწოდებს, არ ისარგებლონ ავტომობილებით, თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ ექნებათ.