სადღესასწაულო ღვთისმსახურება ქვეყნის ყველა ტაძარში 23:00 საათზე დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.
კორონავირუსის პანდემიის გამო ტაძარში უსაფრთხოების ზომებს იცავდნენ.
შობის ღამეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილი იყო.

სადღესასწაულო ღვთისმსახურება ყველა ეკლესიაში 23:00 საათზე დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა

ხელისუფლებამ შობის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვები მოხსნა

მთავარი საშობაო ღვთიმსახურება სამებაში გაიმართა

აქ საღამოდან მოდიოდნენ მორწმუნეები

საშობაო ლოცვებს თავად ილია მეორე კითხულობდა

ტაძარში უამრავი ადამიანი იყო

მაგრამ ყველა იცავდა უსაფრთხოების ზომებს კორონავირუსისგან თავის დასაცავად

მორწმუნეები პირბადეებით იყვნენ

პირბადეების ტარება საეკლესიო ღვთისმსახურების დროს სავალდებულო გახდა გაზაფხულზე, პირველი შეზღუდვების დაწესების დროს

მორწმუნეები ტაძარში დისტანციასაც იცავდნენ

ქრისტეს შობა ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში

ღვთის შვილის დაბადება ერთ-ერთი სასწაულია, რომელიც უფალმა კაცობრიობას მოუვლინა. ამიტომ შობის ღამეს ადამიანები სასწაულის მოლოდინში არიან და ლოცულობენ, რომ ახალი წელი გასულზე უკეთესი იყოს

სწორედ ქრისტეს დაბადებიდან დაიწყო სამყარომ ახალი წელთაღირცხვა

მართლმადიდებლურ შობას წინ უძღვის მარხვა, რომელიც დღესასწაულის წინა ღამით მთავრდება