ბათუმი სადღესასწაულო ფერებშია განათებული. მთავარი ნაძვის ხე ბულვარში, დიდ შადრევანთან დადგეს, ხოლო ცენტრალური ქუჩები საახალწლო ილუმინაციებით მორთეს. როგორ გამოიყურება საზღვაო ქალაქი - იხილეთ ჩვენი ფოტოკადრები.

ბათუმი საახალწლოდ ნათელი ფერებით გაანათეს

მთავარი ნაძვის ხე ბულვარში, დიდ შადრევანთან დადგეს

შადრევანი ასევე საზეიმო განათებებითაა მორთული

ზემოდან მასზე შესანიშნავი ხედი იშლება

მიმდებარე ტერიტორია მორთულია არა მხოლოდ მანათობელი დელფინებით

არამედ სხვადასხვა ცხოველების ფიგურებითაც

პარკში მდებარე შენობები ასევე განათებული და მორთულია

საახალწლო განათებები ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე

ქალაქის პარკებიც სადღესასწაულოდ გამოიყურება

ნათელი ფერები საახალწლო განწყობას ქმნის

თუმცა ბოლოს დროს ეს ყველაზე ჩუმი ახალი წელია ბათუმში

კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილია საზღვრები, არ არიან ტურისტები, გაუქმდა ყველა მასობრივი ღონისძიება, ქუჩები ცარიელია - სწორედ ამით განსხვავდება წელს დღესასწაული გასული წლებისგან