17:15 25 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
ფოტო

ხანძართან ბრძოლა სამეგრელოში: როგორ ებრძვიან მეხანძრე-მაშველები ცეცხლს – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
39 0 0
  • დასავლეთ საქართველოში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება
  • ამ დროისათვის რამდენიმე კერაღა დარჩა
  • ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ახნძრის მიზეზი დაუდევრობა და სოფლის მეურნეობა გახდა
  • ცეცხლი იანვრის დასაწყისში გაჩნდა, სულ წარმოიქმნა დაახლოებით 80 კერა
  • ხანძარმა 30 ჰექტარზე გაანადგურა გამწვანება, თუმცა არავინ დაშავებულა
  • მეხანძრე-მაშველები ოპერატიულად შეუდგნენ საქმეს
  • მაგრამ ხანძრის ქრობას ხელს უშლიდა ძლიერი ქარი
  • მეხანძრეების თქმით, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არის
  • ამ დროისათვის დარჩენილია მხოლოდ სამი კერა
  • ცეცხლი უკიდია ბუჩქებს და პატარა ხეებს
© Sputnik / STRINGER
დასავლეთ საქართველოში ტყის ხანძრებთან ბრძოლა გრძელდება

იანვრის დასაწყისში სამეგრელოს ტყეებში ერთდროულად ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ ებრძვიან მეხანძრე-მაშველები ცეცხლს.

ხანძრების მიზეზი, ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს გამოვლენილი დაუდევრობაა.

ამ დროისათვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის სამი აქტიური კერაა დარჩენილი. ძირითადად იწვის ბუჩქები და პატარა ხეები. ცეცხლმა დაახლოებით 30 ჰექტარი გაანადგურა.

ხანძრის ქრობას ხელს უშლის ძლიერი ქარი, თუმცა დასახლებულ პუნქტებზე მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები