06:09 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
ფოტო

კრიზისი შეეხო ყველას: რესტორნების ცარიელი ქუჩა თბილისის ცენტრში – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
200 0 0
  • ტურისტული უბანი, სადაც თბილისის სტუმრები ატარებდნენ დროს, ახლა ცარიელია
  • დაკეტილია უამრავი დაწესებულება
  • კორონავირუსის პანდემია საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა
  • ხშირად წააწყდებით მსგავსი დაწესებულებების ვიტრინებზე წარწერებს „ქირავდება“, „დაკეტილია“, „იყიდება“
  • მხოლოდ ზოგიერთი დაწესებულება მუშაობს ადგილზე მიტანის სერვისის ხარჯზე
  • უმეტესობა დაკეტილია, მათ შორის ტურისტებში პოპულარული და პრესტიჟული დაწესებულებები
  • ახლა რესტორნებზე მოთხოვნა საკმაოდ შემცირებულია
  • როდის გახდება ეს ავეჯი საჭირო, ჯერ-ჯერობით უცნობია
  • ცარიელ ქუჩებზე მხოლოდ შემთხვევითი გამვლელები ჩანან
  • და ცარიელი შენობები
  • ეს სამწუხარო სანახაობაა
  • ღვინის რესტორნები ასევე რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ
  • ადგილობრივები ტენტის ქვეშ ავტომობილებს აყენებენ და საკუთარ მანქანებს უამინდობისგან იცავენ. ადრე კი ამ ადგილზე მაგიდები იდგა
  • „ახალი ტფილისი“ სტუმრების გარეშე დარჩა
  • თუმცა, აქ ჯერ კიდევ ცდილობენ ოპტიმიზმის შენარჩუნებას და აივნებს საახალწლოდ ალამაზებენ
  • ერთი წლის წინ კი აქ ყველა ერთად აღნიშნავდა ახალ წელს, ქუჩაზე დილიდან დაღამებამდე მხიარულება იყო
  • იმედია, ეს რთული პერიოდი მალე დასრულდება და „ახალ ტიფლისს“ კვლავ სიცოცხლით აავსებენ სტუმრები
© Sputnik / Alexander Imedashvili
ტურისტული უბანი, სადაც თბილისის სტუმრები ატარებდნენ დროს, ახლა ცარიელია

ბიზნესი საქართველოში კვლავ რთულ მდგომარეობაშია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში, რა ხდება „ახალ ტფილისში“, რომელიც ცოტა ხნის წინ გაარემონტეს და სადაც ერთი წლის წინაც კი უამრავი ტურისტი იმყოფებოდა.

საქართველოში ახლა ტურისტები თითქმის არ არიან, საზღვრები კვლავ დაკეტილია და რამდენ ხანს გახანგრძლივდება ასეთი მდგომარეობა, უცნობია.

ბევრი დაწესებულებისა და ობიექტის მუშაობა შეზღუდვების გამო შეწყდა. ამ ყველაფერმა ქვეყანაში ბიზნესისთვის კატასტროფული მდგომარეობა შექმნა.

ხშირად ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე მდებარე პრესტიჟული რესტორნების კედლებზე დაინახავთ წარწერას „დაკეტილია“, „ქირავდება“, „იყიდება“. თუმცა ახლა უკვე 2021 წელია და გვმართებს უკეთესის იმედი გვქონდეს. უმეტესობას სჯერა, რომ ახალი წელი გასულ 2020-ზე უკეთესი იქნება.

მეტი ფოტოლენტა

  • მუშაობა პანდემიის დროს - მედიის წარმომადგენლები იღებენ სიუჟეტს
    Last update: 23:28 18.01.2021
    23:28 18.01.2021

    „წერტილოვანი ლოკდაუნი“: ვინ მუშაობს პანდემიის დროს საქართველოში - ფოტო

    კორონავირუსის გამო დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა საზოგადოებაში არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია. ეს გასაგებიცაა - როგორც სხვა ქვეყნებში, იძულებითმა ზომებმა საქართველოშიც ძლიერი მორალური და მატერიალური დარტყმა მიაყენა უამრავ ოჯახს და სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს

    50
    14
  • ბერგენი, ნორვეგია
    Last update: 11:37 18.01.2021
    11:37 18.01.2021

    მსოფლიოს ათი საუკეთესო პატარა ქალაქი Small Cities Index-ის ვერსიით

    გარდა დიდი ქალაქებისა, რომლებსაც ტურისტები სტუმრობენ მთელი მსოფლიოდან, არსებობს პატარა ქალაქები, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ლამაზებია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მსოფლიოს საუკეთესო პატარა ქალაქების სურათები

    75
    10
  • მაშველები ეძებენ გადარჩენილებს შენობის ნანგრევებში
    Last update: 00:13 16.01.2021
    00:13 16.01.2021

    ძლიერი მიწისძვრის შედეგები ინდონეზიაში - ფოტო

    ინდონეზიის კუნძულ ახალ გვინეიზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში დამანგრეველი სტიქიის შედეგები

    111
    10
  • ბილ კლინტონი და ჩაკ ბერი ინაუგურაციის დროს
    Last update: 12:31 15.01.2021
    12:31 15.01.2021

    აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციები: რეიგანიდან ტრამპამდე – ფოტო

    აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია – ფიცის დადებისა და პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე დანიშვნის საზეიმო ცერემონია, ვაშინგტონში კაპიტოლიუმის წინ იმართება. იხილეთ ეპიზოდების კრებული ბოლო 40 წლის განმავლობაში აშშ-ში გამართული ინაუგურაციებიდან

    84
    12

მთავარი თემები