https://cdn2.img.sputnik-georgia.com/images/07e4/0c/1c/250473765.jpg
Sputnik სპუტნიკი-საქართველო
https://cdn2.img.sputnik-georgia.com/i/logo.png
Sputnik
https://cdn2.img.sputnik-georgia.com/i/logo.png
https://sputnik-georgia.com/foto/20201228/250474776/rogor-vachroben-tbilisis-bazrobebi.html
ახალი წლის წინა დღეებში თბილისის ბაზრებსა და ბაზრობებზე ვაჭრობა განსაკუთრებული დატვირთვით მიმდინარეობს. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები.
წინასაახალწლოდ ბაზრებში განსაკუთრებით ხშირად შეხვდებით ხორცეულს – ღორის, საქონლის თუ ფრინველისას. აქ ასევე იყიდება სხვადასხვა სახეობის თევზი. ქართული კერძების დიდ ნაწილს სწორედ ხორცით ამზადებენ, ამიტომ ეს გასაკვირი არაა. ქალაქის მკვიდრები აქტიურად ემზადებიან ახალი წლისთვის, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის ფონზე არსებული კრიზისისა. მთავარი ხომ ოპტიმისტური განწყობაა, განსაკუთრებით, ახალი წლის შეხვედრისას.