https://cdn2.img.sputnik-georgia.com/images/07e4/0c/16/250416963.jpg
Sputnik სპუტნიკი-საქართველო
https://cdn2.img.sputnik-georgia.com/i/logo.png
Sputnik
https://cdn2.img.sputnik-georgia.com/i/logo.png
https://sputnik-georgia.com/foto/20201222/250418033/yava-da-kalkatburti-opoziciis-qalaqi-batumshi-foto.html
ნოემბრის დასაწყისიდან ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. აქციები მიმდინარეობს ბათუმის ცენტრშიც.
ბათუმის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე ოპოზიცია დაშლას არ აპირებს. აქტივისტებმა კარვები გაშალეს აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც ასევე მდებარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ოპოზიციამ მიტინგის ადგილზე ნამდვილი ქალაქი მოაწყო, სადაც არის სპორტული მოედანი, სწრაფი კვების პუნქტი, სკამები, მაგიდები – რაღაცით ეს ქუჩის კაფესაც ჰგავს. ოპოზიციის ზოგიერთი მომხრე აქ აქციაზე ბავშვებთან ერთად მოდის, ზოგიც საერთოდ მთელ დღეს აქ ატარებს.