ყოველი წლის 21 დეკემბერს გორში ტრადიციულად იკრიბებიან სტალინის თაყვანისმცემლები მისი დაბადების დღის აღსანიშნავად.
პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო საზეიმო ღონისძიებები მოკრძალებულად გაიმართა - იოსებ ჯუღაშვილის სახლ-მუზეუმთან რამდენიმე ადამიანი მივიდა.
ბელადის თაყვანისმცემლებმა წელს სახლ-მუზეუმიდან ცენტრალურ მოედნამდე, სადაც ადრე სტალინის ძეგლი იდგა, მსვლელობაზეც უარი თქვეს.

იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი გორში. ბელადის თაყვანისმცემლების შეკრების ტრადიციული ადგილი

21 დეკემბერი - თარიღი, რომელსაც, ტრადიციულად აღნიშნავენ ქართველი სტალინისტები

თუმცა წელს სახლ-მუზეუმთან გაცილებით ნაკლები ადამიანი მივიდა, ვიდრე გასულ წლებში

ამის მიზეზი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებია

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს

ასაკოვანი ადამიანები კი თავს იკავებენ სახლიდან გამოსვლისგან

სახლ-მუზეუმთან მისულები პირბადეებს იყენებდნენ, რომლებზეც, ზოგიერთს ლოზუნგები და საბჭური სიმბოლიკა ჰქონდა დატანილი

ხალხის მცირე რაოდენობის გამო, ტრადიციული მსვლელობა არ გამართულა

მათ ყვავილები მიიტანეს სტალინის პატარა ძეგლთან. ბელადის დიდი ძეგლი გორის ცენტრში მიხეილ სააკაშილის პრეზიდენტობის დროს აიღეს

მიუხედავად მთავრობის დაპირებისა, სტალინის დიდი ძეგლი მისი სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ დაუდგამთ

ასე მოკრძალებულად აღინიშნა სტალინის დაბადების დღე

ღონისძიების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ისინი განაგრძობენ ქალაქის ცენტრში სტალინის ძეგლის დადგმას, რომელიც 2010 წელს აიღეს