05:59 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
ფოტო

საქართველოს მთავარი ნაძვის ხე აინთო - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
231 0 0
  • საქართველოს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია რუსთაველის გამზირზე ხუთშაბათს საღამოს გაიმართა
  • წელს ნაძვის ხე პარლამენტის წინ დადგეს, ხოლო საახალწლო ღონისძიებები პანდემიის გამო გაუქმდა
  • მიუხედავად ღონისძიების შემოკლებული ფორმატისა, ცერემონიას მაყურებელი მაინც ჰყავდა
  • ბევრი მათგანი ნაძვის ხის ანთების პროცესს რუსთაველის გამზირიდან აკვირდებოდა
  • ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საკომენდანტო საათის მოსვლამდე, მათ გასეირნებაც მოასწრეს
  • ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა თბილისის მერი კახა კალაძე. მან ბოდიში მოუხადა თანაქალაქელებსა და ბავშვებს, რადგან პანდემიის გამო მათ ღონისძიებაზე დასწრება ვერ შეძლეს
  • მოგვიანებით რუსთაველის გამზირზე პატარა კონცერტიც გაიმართა
  • ადგილზე მისული ადამიანები სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ ნაძვის ხესთან
  • და საახალწლო განწყობაც შეიქმნეს
  • მისულთაგან უმეტესობა საკუთარი ავტომობილით იყო რის გამოც რუსთაველის გამზირზე საცობი შეიქმნა
  • ბავშვებს მშობლები საახალწლო დეკორაციებთან სამახსოვრო ფოტოებს უღებდნენ
  • თუმცა ახლა უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია მსგავსი სურათების გადაღება - რუსთაველის გამზირი უკვე მთლიანად საახალწლოდ მორთული და განათებულია
© Sputnik / STRINGER
საქართველოს მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია რუსთაველის გამზირზე ხუთშაბათს საღამოს გაიმართა

პარლამენტის წინ საქართველოს ნაძვის ხე აინთო. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ ჩატარდა საზეიმო ცერემონია

კორონავირუსის პანდემიისა და მოქმედი შეზღუდვების გამო ტრადიციულმა დღესასწაულმა შემოკლებულ ფორმატში ჩაიარა. არ გამართულა საზეიმო ღონისძიებები და საახალწლო ქალაქი. ნაძვის ხის ანთება ტელეარხებმა პირდაპირ ეთერში უჩვენეს.

ქალაქის მცხოვრებთა ნაწილი დღეს პარლამენტთან მივიდა და ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიებაზე მყოფმა კახა კალაძემ ქალაქელებს ბოდიში მოუხადა, განსაკუთრებით კი ბავშვებს, იმისათვის, რომ მათმა უმეტესობამ პანდემიის გამო ნაძვის ხის ანთება პირადად ვერ იხილა.

მეტი ფოტოლენტა

  • მუშაობა პანდემიის დროს - მედიის წარმომადგენლები იღებენ სიუჟეტს
    Last update: 23:28 18.01.2021
    23:28 18.01.2021

    „წერტილოვანი ლოკდაუნი“: ვინ მუშაობს პანდემიის დროს საქართველოში - ფოტო

    კორონავირუსის გამო დაწესებულმა მკაცრმა შეზღუდვებმა საზოგადოებაში არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია. ეს გასაგებიცაა - როგორც სხვა ქვეყნებში, იძულებითმა ზომებმა საქართველოშიც ძლიერი მორალური და მატერიალური დარტყმა მიაყენა უამრავ ოჯახს და სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს

    50
    14
  • ბერგენი, ნორვეგია
    Last update: 11:37 18.01.2021
    11:37 18.01.2021

    მსოფლიოს ათი საუკეთესო პატარა ქალაქი Small Cities Index-ის ვერსიით

    გარდა დიდი ქალაქებისა, რომლებსაც ტურისტები სტუმრობენ მთელი მსოფლიოდან, არსებობს პატარა ქალაქები, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანი და ლამაზებია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მსოფლიოს საუკეთესო პატარა ქალაქების სურათები

    75
    10
  • მაშველები ეძებენ გადარჩენილებს შენობის ნანგრევებში
    Last update: 00:13 16.01.2021
    00:13 16.01.2021

    ძლიერი მიწისძვრის შედეგები ინდონეზიაში - ფოტო

    ინდონეზიის კუნძულ ახალ გვინეიზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში დამანგრეველი სტიქიის შედეგები

    111
    10
  • ბილ კლინტონი და ჩაკ ბერი ინაუგურაციის დროს
    Last update: 12:31 15.01.2021
    12:31 15.01.2021

    აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციები: რეიგანიდან ტრამპამდე – ფოტო

    აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია – ფიცის დადებისა და პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე დანიშვნის საზეიმო ცერემონია, ვაშინგტონში კაპიტოლიუმის წინ იმართება. იხილეთ ეპიზოდების კრებული ბოლო 40 წლის განმავლობაში აშშ-ში გამართული ინაუგურაციებიდან

    84
    12

მთავარი თემები