წმინდა იოანეს ტაძართან საშობაო კონცერტის შემდეგ მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები შემთხვევის ადგილიდან. 15.12.2020-ს, Sputnik საქართველო
წმინდა იოანეს ტაძართან საშობაო კონცერტის შემდეგ მამაკაცმა ცეცხლი გახსნა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები შემთხვევის ადგილიდან.
ინციდენტი ჰარლემში, წმინდა იოანეს საკათედრო ტაძრის კიბეებზე მოხდა საშობაო კონცერტის შემდეგ.
დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა ორი იარაღიდან გახსნა ცეცხლი. პოლიციამ მსროლელი დაჭრა და დააკავა. მოგვიანებით ბოროტმოქმედი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ამ ინციდენტს სხვა მსხვერპლი არ ჰყავს.
პოლიციის კომისარმა აღნიშნა, რომ მსროლელს „დიდი კრიმინალური წარსული“ ქონდა. შემთხვევის ადგილზე იპოვეს ორი ცეცხლსასროლი იარაღი,რამდენიმე დანა, ბენზინით სავსე ავზი, მავთული და ბიბლია
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ტაძარში გამართული კონცერტი პირველი მასობრივი ღონისძიება იყო, რომელიც ვირუსით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად გარეთ გაიმართა. საშობაო სიმღერების მოსასმენად ასობით ადამიანი შეიკრიბა