https://sputnik-georgia.com/20201204/kundzul-iavaze-vulkani-semeru-amoifrqva-250246455.html
ფერფლით დაფარული მიწა: ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგები კუნძულ იავაზე
ფერფლით დაფარული მიწა: ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგები კუნძულ იავაზე
Sputnik საქართველო
ინდონეზიაში კუნძულ იავაზე მდებარე ვულკანი სემერუ გააქტიურდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში ვულკანის ამოფრქვევის შედეგები. 04.12.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-12-04T11:40+0400
2020-12-04T11:40+0400
2023-07-20T15:38+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250245721_0:312:3071:2048_1920x0_80_0_0_5b5e608a6ea6b9bab3193140ded719aa.jpg
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/04/250245721_0:118:3071:2048_1920x0_80_0_0_14066a98dd308c4efbce3001c58a3ef7.jpg Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფოტო, მულტიმედია, მსოფლიოს ახალი ამბები
ფოტო, მულტიმედია, მსოფლიოს ახალი ამბები
ფერფლით დაფარული მიწა: ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგები კუნძულ იავაზე 11:40 04.12.2020 (განახლებულია: 15:38 20.07.2023 )
ინდონეზიაში კუნძულ იავაზე მდებარე ვულკანი სემერუ გააქტიურდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში ვულკანის ამოფრქვევის შედეგები.
სამშაბათს ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა, რამაც ადგილობრივების ნაწილს სახლების დატოვება და თავშესაფარში წასვლა აიძულა.
ფერფლმა და გოგირდმა გარშემო რამდენიმე სოფელი დაფარა, რამაც პანიკა გამოიწვია ადგილობრივებში. ხელისუფლება ვულკანის მახლობლად მცხოვრები 550 ადამიანის ევაკუაციას ცდილობს.
© AFP 2024 / Juni Kriswanto ლუმაჯანგის რაიონში მდებარე ვულკანი სამშაბათს ამოიფრქვა
ლუმაჯანგის რაიონში მდებარე ვულკანი სამშაბათს ამოიფრქვა
© REUTERS / Antara Foto/Umarul Faruq ლავის ტალღამ სიგრძეში ერთი კილომეტრი შეადგინა, ხოლო ფერფლმა 11 კილომეტრი მანძილი დაფარა ლავის ტალღამ სიგრძეში ერთი კილომეტრი შეადგინა, ხოლო ფერფლმა 11 კილომეტრი მანძილი დაფარა
© AP Photo მონიტორინგის მონაცემებით, შავი ღრუბელი 2 500 მეტრის მანძილზე ჩანდა
მონიტორინგის მონაცემებით, შავი ღრუბელი 2 500 მეტრის მანძილზე ჩანდა
© AFP 2024 / Juni Kriswanto ვულკანის შემდეგ მალე წვიმაც მოვიდა, რომელიც ვულკანის ფერფლით იყო გაჯერებული
ვულკანის შემდეგ მალე წვიმაც მოვიდა, რომელიც ვულკანის ფერფლით იყო გაჯერებული
© AFP 2024 / Juni Kriswanto სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის ინდონეზიის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის დაახლოებით 550 მკვიდრი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა
სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის ინდონეზიის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის დაახლოებით 550 მკვიდრი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა
© AP Photo მათგან დაახლოებით 300 ადამიანი სადამკვირვებლო პუნქტისკენ გაემართა
მათგან დაახლოებით 300 ადამიანი სადამკვირვებლო პუნქტისკენ გაემართა
© AFP 2024 / Juni Kriswanto დანარჩენები თავშესაფარში დარჩნენ, რომელიც სუპიტურანგის დასახლებულ პუნქტში მდებარეობს
დანარჩენები თავშესაფარში დარჩნენ, რომელიც სუპიტურანგის დასახლებულ პუნქტში მდებარეობს
© AFP 2024 / Juni Kriswanto ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ევაკუირებული მოსახლეობა თავშესაფარში
ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ევაკუირებული მოსახლეობა თავშესაფარში
© AFP 2024 / Juni Kriswanto ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური საფრთხეებიის შემცირების ცენტრმა ადგილობრივებს საშიში ზონისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდა
ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური საფრთხეებიის შემცირების ცენტრმა ადგილობრივებს საშიში ზონისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდა
© AFP 2024 / Juni Kriswanto ფერფლით დაფარული შინაური ცხოველები ვულკანი სემერუს ამოფრქვევის შემდეგ
ფერფლით დაფარული შინაური ცხოველები ვულკანი სემერუს ამოფრქვევის შემდეგ
© AFP 2024 / Juni Kriswanto ბანიუვანგის აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა ცინ ასმორომ განაცხადა, რომ ვულკანის ამოფრქვევას აეროპორტის მუშაობაზე დიდი ზეგავლენა არ ჰქონია
ბანიუვანგის აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა ცინ ასმორომ განაცხადა, რომ ვულკანის ამოფრქვევას აეროპორტის მუშაობაზე დიდი ზეგავლენა არ ჰქონია
© REUTERS / Antara Foto/Umarul Faruq მანამდე, კატასტროფების ინდონეზიელი მკვლევარები ვულკანი მერაპის აქტივობის ზრდაზე საუბრობდნენ, რომელსაც საშიშროების მესამე დონე აქვს მინიჭებული მანამდე, კატასტროფების ინდონეზიელი მკვლევარები ვულკანი მერაპის აქტივობის ზრდაზე საუბრობდნენ, რომელსაც საშიშროების მესამე დონე აქვს მინიჭებული