ლეგენდარული დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა – ფეხბურთელის ისტორია ფოტოებზე

გამოწერა
გუშინ, საღამოს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა – არგენტინელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის სურათები.

მსოფლიო ფეხბურთმა დიდი დანაკარგი განიცადა. 60 წლის ასაკში გარდაიცვალა ფეხბურთელი დიეგო მარადონა. სპორტსმენი სახლში გახდა შეუძლოდ, ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

დიეგო არმანდო მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს ბუენოს-აირესის მახლობლად, ვილია ფიორიტოში დაიბადა. სამი წლის ასაკში მან საჩუქრად პირველი ფეხბურთის ბურთი მიიღო და მას შემდეგ მთელ დროს თამაშს უთმობდა. 10 წლის ასაკში მოხვდა საბავშვო გუნდში „ლოს სებოლიტას“ – საფეხბურთო კლუბი „არხენტინოს ხუნიორსის“ ახალგაზრდულ სექციაში, რომლის ძირითად შემადგენლობაშიც მისი დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა. უკვე 1977 წელს დიეგომ ეროვნულ ნაკრებში დაიწყო თამაში.

1981 წელს მარადონა 3,6 მილიონ დოლარად იყიდა არგენტინულმა კლუბმა „ბოკა ხუნიორსმა“. 1982 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მან პირველი კონტრაქტი დადო საზღვარგარეთ – კლუბ „ბარსელონასთან“. ტრანსფერის თანხამ 8 მილიონი დოლარი შეადგინა, რითიც დიეგო იმ დროისათვის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელად იქცა. კლუბში ფეხბურთელმა 73 მატჩი გამართა და 45 გოლი გაიტანა. „ბარსელონას“ შემადგენლობაში მარადონა გახდა ესპანეთის თასის და ესპანური ლიგის თასების მფლობელი.

1984 წელს მარადონა იტალიის „ნაპოლიში“ გადავიდა. იტალიაში მან საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. 1991 წელს ფეხბურთელმა 15-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. დოპინგ-კონტროლზე მას სისხლში კოკაინის კვალი აღმოუჩინეს.

კარიერის ბოლო წლები (1995-1997) სპორტსმენმა არგენტინის კლუბ „ბოკა ხუნიორსში“ გაატარა, სადაც 29 მატჩი გამართა და შვიდი გოლი გაიტანა.

მისი უკანასკნელი მატჩის ოფიციალურ თარიღად ითვლება 1997 წლის 25 ოქტომბერი, როდესაც დიეგო მინდორზე „რივერ პლეიტის“ წინააღმდეგ გამოვიდა. 30 ოქტომბერს, 37-ე იუბილეზე მარადონამ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.

კარიერის დასრულების შემდეგ მარადონა მუშაობდა სპორტულ კომენტატორად და სპორტულ პროგრამებში ექსპერტის როლი მოირგო. 2008-2010 წლებში ის არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

© REUTERS / Carlos Barriaლეგენდარულ მარადონას უამრავი მეტსახელი აქვს - მას უწოდებდნენ „ფეხბურთის მიქელანჯელოსაც“ და “ოქროს ბიჭუნასაც“. 1960 წლის 30 ოქტომბერს უბრალოდ მუშის - დიეგო მარადონას და დიასახლისი დალმა ფრანკოს ოჯახში მეხუთი შვილი დიეგო დაიბადა
ლეგენდარულ მარადონას უამრავი მეტსახელი აქვს - მას უწოდებდნენ „ფეხბურთის მიქელანჯელოსაც“ და “ოქროს ბიჭუნასაც“. 1960 წლის 30 ოქტომბერს უბრალოდ მუშის - დიეგო მარადონას და დიასახლისი დალმა ფრანკოს ოჯახში მეხუთი შვილი დიეგო დაიბადა - Sputnik საქართველო
1/12
ლეგენდარულ მარადონას უამრავი მეტსახელი აქვს - მას უწოდებდნენ „ფეხბურთის მიქელანჯელოსაც“ და “ოქროს ბიჭუნასაც“. 1960 წლის 30 ოქტომბერს უბრალოდ მუშის - დიეგო მარადონას და დიასახლისი დალმა ფრანკოს ოჯახში მეხუთი შვილი დიეგო დაიბადა
© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშიარგენტინელი ნახევარმცველსა და თავდამსხმელს უამრავი სპორტული ტიტული აქვს მოპოვებული, ყავს ფანების არმია და მისი სახელობის ეკლესია არგენტინაში
არგენტინელი ნახევარმცველსა და თავდამსხმელს უამრავი სპორტული ტიტული აქვს მოპოვებული, ყავს ფანების არმია და მისი სახელობის ეკლესია არგენტინაში - Sputnik საქართველო
2/12
არგენტინელი ნახევარმცველსა და თავდამსხმელს უამრავი სპორტული ტიტული აქვს მოპოვებული, ყავს ფანების არმია და მისი სახელობის ეკლესია არგენტინაში
© REUTERS / Action Images / Juha Tamminen1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონა არგენტინის ნაკრებს წარმოადგენდა და მას გამარჯვებაც მოუტანა. მან 22 ივნისს გაიტანა „საუკუნის გოლი“. მარადონამ ინგლისის ნაკრების ექვსი მოთამაშე, მათ შორის მეკარეც, მოატყუა და საჯარიმოში შეიჭრა. სამი წუთით ადრე მარადონამ ხელით გოლი გაიტანა, რომელსაც „ღმერთის ხელი“ უწოდეს
1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონა არგენტინის ნაკრებს წარმოადგენდა და მას გამარჯვებაც მოუტანა. მან 22 ივნისს გაიტანა „საუკუნის გოლი“. მარადონამ ინგლისის ნაკრების ექვსი მოთამაშე, მათ შორის მეკარეც, მოატყუა და საჯარიმოში შეიჭრა. სამი წუთით ადრე მარადონამ ხელით გოლი გაიტანა, რომელსაც „ღმერთის ხელი“ უწოდეს - Sputnik საქართველო
3/12
1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მარადონა არგენტინის ნაკრებს წარმოადგენდა და მას გამარჯვებაც მოუტანა. მან 22 ივნისს გაიტანა „საუკუნის გოლი“. მარადონამ ინგლისის ნაკრების ექვსი მოთამაშე, მათ შორის მეკარეც, მოატყუა და საჯარიმოში შეიჭრა. სამი წუთით ადრე მარადონამ ხელით გოლი გაიტანა, რომელსაც „ღმერთის ხელი“ უწოდეს
© AP Photo / Carlo Fumagalli1986 წელს, მექსიკაში ეროვნული გუნდის თავდასხმაში თამაშის დროს, მარადონა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
1986 წელს, მექსიკაში ეროვნული გუნდის თავდასხმაში თამაშის დროს, მარადონა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს - Sputnik საქართველო
4/12
1986 წელს, მექსიკაში ეროვნული გუნდის თავდასხმაში თამაშის დროს, მარადონა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს
© AFP 2024 / Daniel Garciaმარადონას მოედნის კარგი ხედვა ქონდა, რის წყალობითაც საგოლე პასებს აკეთებდა. ის გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით მაშინაც კი, როდესაც ბურთს კარგავდა. მოწინააღმდეგეს არ ანებებდა თავს მანამ, სანამ ბურთი მის გუნდს არ დაუბრუნდებოდა
მარადონას მოედნის კარგი ხედვა ქონდა, რის წყალობითაც საგოლე პასებს აკეთებდა. ის გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით მაშინაც კი, როდესაც ბურთს კარგავდა. მოწინააღმდეგეს არ ანებებდა თავს მანამ, სანამ ბურთი მის გუნდს არ დაუბრუნდებოდა - Sputnik საქართველო
5/12
მარადონას მოედნის კარგი ხედვა ქონდა, რის წყალობითაც საგოლე პასებს აკეთებდა. ის გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით მაშინაც კი, როდესაც ბურთს კარგავდა. მოწინააღმდეგეს არ ანებებდა თავს მანამ, სანამ ბურთი მის გუნდს არ დაუბრუნდებოდა
© REUTERS / Stringerფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა და კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო შეხვედრისას
ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა და კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო შეხვედრისას - Sputnik საქართველო
6/12
ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა და კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო შეხვედრისას
© REUTERS / Marcos Brindicciვარსკვლავის სპორტული კარიერა ძალიან ადრე დასრულდა. ამის მიზეზი ნარკოტიკული დამოკიდებულება გახდა. მარადონას რამდენიმე სასამართლო დავა ჰქონდა, მათ შორის 1991 წლის აპრილში კოკაინის შენახვის გამო. ის თავდებით გაათავისუფლეს, თუმცა სპორტული კარიერა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა
ვარსკვლავის სპორტული კარიერა ძალიან ადრე დასრულდა. ამის მიზეზი ნარკოტიკული დამოკიდებულება გახდა. მარადონას რამდენიმე სასამართლო დავა ჰქონდა, მათ შორის 1991 წლის აპრილში კოკაინის შენახვის გამო. ის თავდებით გაათავისუფლეს, თუმცა სპორტული კარიერა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა - Sputnik საქართველო
7/12
ვარსკვლავის სპორტული კარიერა ძალიან ადრე დასრულდა. ამის მიზეზი ნარკოტიკული დამოკიდებულება გახდა. მარადონას რამდენიმე სასამართლო დავა ჰქონდა, მათ შორის 1991 წლის აპრილში კოკაინის შენახვის გამო. ის თავდებით გაათავისუფლეს, თუმცა სპორტული კარიერა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა
© AFP 2024 / Stringer2004 წელს მარადონას ფანები საკუთარი კუმირის გამოჯანმრთელებისათვის ლოცულობდნენ, რომელიც კრიტიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა გულის პრობლემების გამო
2004 წელს მარადონას ფანები საკუთარი კუმირის გამოჯანმრთელებისათვის ლოცულობდნენ, რომელიც კრიტიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა გულის პრობლემების გამო - Sputnik საქართველო
8/12
2004 წელს მარადონას ფანები საკუთარი კუმირის გამოჯანმრთელებისათვის ლოცულობდნენ, რომელიც კრიტიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა გულის პრობლემების გამო
© AP Photo / Matt Saylesკარიერის დასრულების შემდეგ მარადონა არგენტინისა და იტალიის ტელეარხებზე კომენტატორად მუშაობდა. 2005 წლის ივნისიდან 2006 წლის აგვისტომდე ის კლუბი „ბოკა ხუნიორსის“ კომისიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივლისამდე დიეგო არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო
კარიერის დასრულების შემდეგ მარადონა არგენტინისა და იტალიის ტელეარხებზე კომენტატორად მუშაობდა. 2005 წლის ივნისიდან 2006 წლის აგვისტომდე ის კლუბი „ბოკა ხუნიორსის“ კომისიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივლისამდე დიეგო არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო - Sputnik საქართველო
9/12
კარიერის დასრულების შემდეგ მარადონა არგენტინისა და იტალიის ტელეარხებზე კომენტატორად მუშაობდა. 2005 წლის ივნისიდან 2006 წლის აგვისტომდე ის კლუბი „ბოკა ხუნიორსის“ კომისიის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივლისამდე დიეგო არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო
© AFP 2024 / Valery Hacheდიეგო მარადონა საკუთარ ქალიშვილებთან - ჯანინასთან და დალმასთან ერთად 2008 წელს. მას რვა შვილი ჰყავს. დალმას და ჯანინას გარდა, კიდევ ერთი ქალიშვილი ჰანა, ვაჟები დიეგო ჯუნიორი და ფერნანდო დიეგიტო, ასევე სამი მცირეწლოვანი ვაჟი, რომლებიც კუბაში დაიბადნენ, სადაც ყოფილი ფეხბურთელი ნარკოდამოკიდებულებაზე მკურნალობდა
დიეგო მარადონა საკუთარ ქალიშვილებთან - ჯანინასთან და დალმასთან ერთად 2008 წელს. მას რვა შვილი ჰყავს. დალმას და ჯანინას გარდა, კიდევ ერთი ქალიშვილი ჰანა, ვაჟები დიეგო ჯუნიორი და ფერნანდო დიეგიტო, ასევე სამი მცირეწლოვანი ვაჟი, რომლებიც კუბაში დაიბადნენ, სადაც ყოფილი ფეხბურთელი ნარკოდამოკიდებულებაზე მკურნალობდა - Sputnik საქართველო
10/12
დიეგო მარადონა საკუთარ ქალიშვილებთან - ჯანინასთან და დალმასთან ერთად 2008 წელს. მას რვა შვილი ჰყავს. დალმას და ჯანინას გარდა, კიდევ ერთი ქალიშვილი ჰანა, ვაჟები დიეგო ჯუნიორი და ფერნანდო დიეგიტო, ასევე სამი მცირეწლოვანი ვაჟი, რომლებიც კუბაში დაიბადნენ, სადაც ყოფილი ფეხბურთელი ნარკოდამოკიდებულებაზე მკურნალობდა
© REUTERS / Eddie Keoghმარადონა გამარჯვებას აღნიშნავს. არგენტინის ნაკრები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა
მარადონა გამარჯვებას აღნიშნავს. არგენტინის ნაკრები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა - Sputnik საქართველო
11/12
მარადონა გამარჯვებას აღნიშნავს. არგენტინის ნაკრები 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა
© REUTERS / Grigory Dukorკარიერის დასრულების შემდეგ, ის დიდ დროს აღარსად ჰყოფდა. ბრესტამდე მან ვერ მიაღწია, თუმცა გახდა მექსიკის „დორადოს დე სინალოას“ ტექნიკური დირექტორი, რაც მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი აღმოჩნდა
კარიერის დასრულების შემდეგ, ის დიდ დროს აღარსად ჰყოფდა. ბრესტამდე მან ვერ მიაღწია, თუმცა გახდა მექსიკის „დორადოს დე სინალოას“ ტექნიკური დირექტორი, რაც მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი აღმოჩნდა - Sputnik საქართველო
12/12
კარიერის დასრულების შემდეგ, ის დიდ დროს აღარსად ჰყოფდა. ბრესტამდე მან ვერ მიაღწია, თუმცა გახდა მექსიკის „დორადოს დე სინალოას“ ტექნიკური დირექტორი, რაც მისი უკანასკნელი სამუშაო ადგილი აღმოჩნდა
ყველა ახალი ამბავი
0