წელს კონკურსში მთელი მსოფლიოდან 8 700 ნამუშევარი მონაწილეობდა. გამარჯვებული გახდა მწყურვალი ჭიანჭველების სურათი. ფოტომ ყველაზე მეტი ხმა მიიღო ხუთივე შესარჩევ ტურში. 2020 წელს ფინალში 50 ფოტოგრაფი გავიდა.
ახლა ფინალისტები პირველი ადგილისთვის და მთავარი ჯილდოსთვის – 25 ათასი დოლარისთვის ბრძოლას განაგრძობენ. გაიმარჯვებს ის ფოტო, რომელიც პლატფორმის 3,5 მილიონი მომხმარებლის უმეტესობის ხმას მიიღებს.
გამარჯვებული გამოვლინდება 28 დეკემბერს. სულ #BestPhotoOf2020-ზე 35 ათასზე მეტი მოთხოვნა გაიგზავნა 135 ქვეყნიდან.

უნგრელი აკოს დუტკას „ავღანელი გოგონა 2020 წელს“

ქართველი ფოტოგრაფი ნიკა ფაილოძის სურათი „ყელიცადის ტბა“

გერმანელი ფოტოგრაფი კატარინა ი.-ს „ზამთრის გზა“

ამერიკელი ფოტოგრაფი ზეგ ჰარისის „პროტესტი ატლანტაში“

ვიეტნამელი ფოტოგრაფი კაო კი ნჰანის „აჩრდილები“

რუსი ფოტოგრაფი პაველ კუნის სურათი „როგორი იქნებოდა სამყარო, ყველას რომ ერთი სახე გვქონოდა?“

იტალიელი ფოტოგრაფი ესტერ ტურის სურათი „გიგანტების პირისპირ“

პორტუგალიელი ხორხე ბესალარის სურათი „ფერმერები“

იაპონელი ფოტოგრაფი რეიკო ტაკაჰაშის „მიკურაძიმა“

ბრიტანელი ჯო შელის „ჩრდილოეთის რეგვენები“

ბრაზილიელი ფოტოგრაფი ჯოვანი დრესლერის ფინალისტი სურათი „სადაც სიცოცხლე იწყება და სიყვარული არასდროს მთავრდება“

რუსი ფოტოგრაფი სერგეი სავენკოს „ჩემი ცოლი, ჩემი მარგალიტი“

ჰონკონგელი ფოტოგრაფი ჯონის სურათი „ქალაქის განათებები“

ფრანგი ფოტოგრაფი მატეოს „დამკვირვებლები“

რუსი ანდრეი პუგაჩის „ზამთარი ქალაქ ნურ-სულთანში“