საქართველოს ნაკრებმა სომხეთის საფეხბურთო ნაკრებთან უეფას ერთა ლიგის მიმდინარე სეზონის შესარჩევი ციკლის მატჩი წააგო ანგარიშით 1:2.
რადგან ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, თამაში გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა მიუხედავად იმისა, რომ უეფას მხრიდან ადგილების 30%-ის შევსების ნებართვა არსებობს.
მომდევნო შეხვედრას ქართული გუნდი 18 ნოემბერს ესტონეთთან გამართავს.

უეფა-ს ერთად ლიგის შესარჩევი ციკლის მატჩი საქართველოს და სომხეთის ნაკრებებს შორის 15 ნოემბერს „დინამო არენაზე“ გაიმართა

თამაში გულშემატკივრების გარეშე ჩატარდა, მიხედავად უეფას მხრიდან ადგილების 30%-ის შევსების ნებართვისა - ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა

თამაშის დროს ქართულ ნაკრებს იღბალმა ზურგი აქცია

ერივნულმა ნაკრებმა სომხეთის გუნდთან შეხვედრა მარცხით დაასრულა ანგარიშით 1:2

სტუმრები 33-ე წუთზე დაწინაურდნენ

ანგარიში გუნდის კაპიტანმა გევორგ ქაზარიანმა გახსნა

სომხეური გუნდის ფეხბურთელები გატანილ გოლს აღნიშნავენ

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველები გააქტიურებას და სხვა თამაშის ჩვენებას ცდილობდნენ

პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცათ, თუმცა სტუმრები გოლკიპერმა დავიდ იურჩენკომ საკუთარი გუნდი იხსნა

შესვენების შემდეგ ქართველი სპოორტსმენები სტუმრებს აქტიურად უტევდნენ. ერთ-ერთი ეპიზოდი 11 მეტრიანის დანიშვნითაც დასრულდა

ვაკო ყაზაიშვილმა სუფთად შეასრულა პენალტი და ანგარიში გაათანაბრა

ქართველი სპორტსმენები სტუმრებისათვის შეტევას განაგრძობდნენ

თუმცა 86-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შედეგად მასპინძლების კარში გერმანული „ჰოფენჰაიმის“ თავდამსხმელმა სარქის ადამიანმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა

ქართულმა ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოასწრო და პირველი მარცხი განიცადა უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე

ამ გამარჯვების შემდეგ სომხებმა რვა ქულა მოაგროვე და სატურნირო სიაში მეორე ადგილი დაიკავეს