უეფას ერთა ლიგის გათამაშების D დივიზიონის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს მასპინძლობს „დინამო არენაზე“.
გუნდები, კორონავირუსის პანდემიის გამო, ამჯერადაც ქომაგების გარეშე ითამაშებენ - საქართველოში ახლა ვირუსის მეორე ტალღა პიკს უახლოვდება.
დღევანდელი მატჩის გამარჯვებული გუნდი ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში მოხვდება, სადაც მეტოქე გუნდებად ნიდერლანდების, ავსტრიისა და უკრაინის ნაკრებები ეყოლება.

მატჩის დაწყებამდე „დინამო არენასთან“ ასობით გულშემატკივარი მივიდა

მათ ფაიერები აანთეს

ეს სცენა ნამდვილ ცეცხლოვან შოუს გავდა

ქომაგებს სჯერათ საკუთარი ნაკრების შესაძლებლობების

საქართველოსთვის დღევანდელი თამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ეპიდემიის გამო შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩაივლის

თუმცა კორონავირუსმა გულშემატკივრებს ხელი ვერ შეუშალა სტადიონთან შეკრებაში და საკუთარი გუნდის მხარდაჭერაში

დღევანდელი ფინალის გამარჯვებული 2021 წლის ზაფხულში ევროპის ჩემპიონატში თამაშის უფლებას მოიპოვებს

მატჩი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია: ჯერ არცერთ მათგანს ისტორიაში არასდროს უბრძოლია კონტინენტის პირველობისათვის

ქართველ ქომაგებს იმედი აქვთ, რომ სტადიონის კედლებს მიღმა მაინც შეძლებენ მათთვის ხმის გაგონებას

თბილისსა და სხვა ქალაქებში კი ღამით გადაადგილების შეზღუდვა მოქმედებს