08:51 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
ფოტო

ოპოზიცია სამთავრობო შენობების პიკეტირებას განაგრძობს - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
126 0 0
  • საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ ოპოზიციის გამოსვლებს ზუგდიდში რეგულარული სახე მიეცა
  • ოპოზიციის აქტივისტები ტრადიციულად იკრიბებიან საოლქო საარჩევნო კომისიასთან
  • აქტივისტები აქ პლაკატებით მოდიან
  • ადგილზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფს
  • მომიტინგეები სამართალდამცავებს ხშირად უპირისპირდებიან
  • მიუხედავად ჭარბი ემოციებისა, სერიოზული შეტაკება ზუგდიდში არ მომხდარა
  • ბათუმში კვირას გამართული მასშტაბური აქციის შემდეგ, ოპოზიციის მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს
  • მათ ამისათვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს
  • ამგვარად, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა დაიბლოკა
  • საღამოს, როდესაც გრილდება, მომიტინგეები კასრებში შეშას წვავენ და თბებიან
  • აქციები ბათუმში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს
  • ბევრი ხალხი არ არის, თუმცა ისინი დაშლას არ აპირებენ
  • პოლიცია ასევე იცავს აჭარის მთავრობის სახლს, თუმცა მომიტინგეებთან დაპირისპირება არ მომხდარა
  • თბილისში აქციების მონაწილეები რეგულარულად ბლოკავენ ვაკე-საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის შენობას
  • აქ ხმაურია თითქმის ყოველ დღე
  • ოპოზიციის აქტივისტები აცხადებენ, რომ აქციებით ისინი ცესკოსადმი უნდობლობას გამოხატავენ და კვლავინდებურად ახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ
© Sputnik / STRINGER
საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ ოპოზიციის გამოსვლებს ზუგდიდში რეგულარული სახე მიეცა

საქართველოში ყოველ დღე იმართება ოპოზიციის საპროტესტო აქციები. თბილისში კვირის დასაწყისში მომხდარი მოვლენების შედეგად სიტუაცია განიმუხტა, თუმცა მთავრობის მოწინააღმდეგეები პროტესტს სხვა ქალაქებში განაგრძობენ

იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ზუგდიდსა და ბათუმში.

ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიასთან რეგულარულ მართავენ საპროტესტო აქციებს.

ბათუმში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა და აქტივისტებმა აჭარის მთავრობის სახლისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობების მახლობლად, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს და კარვები გაშალეს.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები