პროტესტის მეორე დილა თბილისში: ქვები და ბოთლები ცესკოს შენობასთან – ფოტო

გამოწერა
იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ რა ხდებოდა ცესკოს შენობასთან დილით, მას შემდეგ, რაც ღამით ოპოზიციასა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა.

კვირას, საღამოს პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. ცესკოს შენობასთან განლაგებული იყო სპეცრაზმი და ტექნიკა.

მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა რკინის ღობის დაშლა სცადეს, პოლიციამ წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა შენობაში შეჭრის მცდელობას, პოლიცია ვალდებული იყო საპასუხო ზომები მიეღო.

ორშაბათს, საღამოს ოპოზიცია ახალ აქციას გეგმავს პარლამენტის შენობასთან.

© Sputnik / Alex Shlamovსწორედ ამ ადგილზე, ღობის მეორე მხარეს იდგნენ პოლიციელები და სპეცრაზმის წევრები
სწორედ ამ ადგილზე, ღობის მეორე მხარეს იდგნენ პოლიციელები და სპეცრაზმის წევრები - Sputnik საქართველო
1/19
სწორედ ამ ადგილზე, ღობის მეორე მხარეს იდგნენ პოლიციელები და სპეცრაზმის წევრები
© Sputnik / Alex Shlamovდილით ცესკოს შენობასთან უამრავი ბოთლი და ქვა ეყარა, რომლებსაც მომიტინგეები პოლიციელებს ესროდნენ. შეტაკებისას დაშავდა 14 სამართალ დამცავი, სამი ჟურნალისტი და დაახლოებით 10 დემონსტრანტი
დილით ცესკოს შენობასთან უამრავი ბოთლი და ქვა ეყარა, რომლებსაც მომიტინგეები პოლიციელებს ესროდნენ. შეტაკებისას დაშავდა 14 სამართალ დამცავი, სამი ჟურნალისტი და დაახლოებით 10 დემონსტრანტი - Sputnik საქართველო
2/19
დილით ცესკოს შენობასთან უამრავი ბოთლი და ქვა ეყარა, რომლებსაც მომიტინგეები პოლიციელებს ესროდნენ. შეტაკებისას დაშავდა 14 სამართალ დამცავი, სამი ჟურნალისტი და დაახლოებით 10 დემონსტრანტი
© Sputnik / Alex Shlamovრკინის ღობეები, რომლებიც აქციაზე დაზიანდა, ჯერ კიდევ არ მოუხსნიათ. ადგილზე მორიგეობენ სამართალდამცავები
რკინის ღობეები, რომლებიც აქციაზე დაზიანდა, ჯერ კიდევ არ მოუხსნიათ. ადგილზე მორიგეობენ სამართალდამცავები - Sputnik საქართველო
3/19
რკინის ღობეები, რომლებიც აქციაზე დაზიანდა, ჯერ კიდევ არ მოუხსნიათ. ადგილზე მორიგეობენ სამართალდამცავები
© Sputnik / Alex Shlamovცესკოს შენობასთან ტერიტორია ბრძოლის ველს გავს
ცესკოს შენობასთან ტერიტორია ბრძოლის ველს გავს - Sputnik საქართველო
4/19
ცესკოს შენობასთან ტერიტორია ბრძოლის ველს გავს
© Sputnik / Alex Shlamovშსს-ში განაცხადეს, რომ მომიტინგეები შენობაში შტურმით შეღწევას ცდილობდნენ
შსს-ში განაცხადეს, რომ მომიტინგეები შენობაში შტურმით შეღწევას ცდილობდნენ - Sputnik საქართველო
5/19
შსს-ში განაცხადეს, რომ მომიტინგეები შენობაში შტურმით შეღწევას ცდილობდნენ
© Sputnik / Alex Shlamovქვები, რომლებიც აქციაზე პოლიციას დაუშინეს
ქვები, რომლებიც აქციაზე პოლიციას დაუშინეს - Sputnik საქართველო
6/19
ქვები, რომლებიც აქციაზე პოლიციას დაუშინეს
© Sputnik / Alex Shlamovდილიდან ცესკოს შენობასთან სიმშვიდე იყო - ოპოზიციის აქტივისტები შეტაკების შემდეგ დაიშალნენ. ახლა ისინი ახალი აქციის გასამართად ძალებს იკრებენ
დილიდან ცესკოს შენობასთან სიმშვიდე იყო - ოპოზიციის აქტივისტები შეტაკების შემდეგ დაიშალნენ. ახლა ისინი ახალი აქციის გასამართად ძალებს იკრებენ - Sputnik საქართველო
7/19
დილიდან ცესკოს შენობასთან სიმშვიდე იყო - ოპოზიციის აქტივისტები შეტაკების შემდეგ დაიშალნენ. ახლა ისინი ახალი აქციის გასამართად ძალებს იკრებენ
© Sputnik / Alex Shlamovშენობის გარშემო მხოლოდ ჟურნალისტები დადიოდნენ და ფოტოებს იღებდნენ
შენობის გარშემო მხოლოდ ჟურნალისტები დადიოდნენ და ფოტოებს იღებდნენ - Sputnik საქართველო
8/19
შენობის გარშემო მხოლოდ ჟურნალისტები დადიოდნენ და ფოტოებს იღებდნენ
© Sputnik / Alex Shlamovღამის აქციის დროს პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა
ღამის აქციის დროს პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა - Sputnik საქართველო
9/19
ღამის აქციის დროს პოლიციამ 19 ადამიანი დააკავა
© Sputnik / Alex Shlamovშინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ პროტესტი გამოხატვის თავისუფლების ფორმას გაცდა და ძალადობრივი სახე მიიღო, რის გამოც პოლიციამ ძალა გამოიყენა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ პროტესტი გამოხატვის თავისუფლების ფორმას გაცდა და ძალადობრივი სახე მიიღო, რის გამოც პოლიციამ ძალა გამოიყენა - Sputnik საქართველო
10/19
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ პროტესტი გამოხატვის თავისუფლების ფორმას გაცდა და ძალადობრივი სახე მიიღო, რის გამოც პოლიციამ ძალა გამოიყენა
© Sputnik / Alex Shlamovშსს-ს მონაცემებით, აგრესიული ქმედებების შედეგად დაშავდა პოლიციისა და სახანძრო მანქანებიც
შსს-ს მონაცემებით, აგრესიული ქმედებების შედეგად დაშავდა პოლიციისა და სახანძრო მანქანებიც - Sputnik საქართველო
11/19
შსს-ს მონაცემებით, აგრესიული ქმედებების შედეგად დაშავდა პოლიციისა და სახანძრო მანქანებიც
© Sputnik / Alex Shlamovსაბანაძემ ასევე განაცხადა, რომ აქციის დაშლისას გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი და არა ცრემლსადენი გაზი
საბანაძემ ასევე განაცხადა, რომ აქციის დაშლისას გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი და არა ცრემლსადენი გაზი - Sputnik საქართველო
12/19
საბანაძემ ასევე განაცხადა, რომ აქციის დაშლისას გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი და არა ცრემლსადენი გაზი
© Sputnik / Alex Shlamovმინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ „პროპორციულ ძალას იყენებდა“
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ „პროპორციულ ძალას იყენებდა“ - Sputnik საქართველო
13/19
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ „პროპორციულ ძალას იყენებდა“
© Sputnik / Alex Shlamovდილიდან ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მორიგეობს
დილიდან ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მორიგეობს - Sputnik საქართველო
14/19
დილიდან ადგილზე პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მორიგეობს
© Sputnik / Alexander Imedashviliდილიდან პარლამენტის შენობასთანაც სიმშვიდე იყო
დილიდან პარლამენტის შენობასთანაც სიმშვიდე იყო - Sputnik საქართველო
15/19
დილიდან პარლამენტის შენობასთანაც სიმშვიდე იყო
© Sputnik / Alexander Imedashviliაქვე შეიკრიბნენ ქართული ტელეარხების ჟურნალისტები
აქვე შეიკრიბნენ ქართული ტელეარხების ჟურნალისტები - Sputnik საქართველო
16/19
აქვე შეიკრიბნენ ქართული ტელეარხების ჟურნალისტები
© Sputnik / Alexander Imedashviliორშაბათს დილით რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილებაც აღდგა
ორშაბათს დილით რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილებაც აღდგა - Sputnik საქართველო
17/19
ორშაბათს დილით რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილებაც აღდგა
© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის შენობასთან ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტიც მივიდა ინტერვიუს მისაცემად
პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტიც მივიდა ინტერვიუს მისაცემად - Sputnik საქართველო
18/19
პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის რამდენიმე აქტივისტიც მივიდა ინტერვიუს მისაცემად
© Sputnik / Alexander Imedashviliსაღამოს პარლამენტთან დაგეგმილია ახალი აქცია. სცენა და ტრიბუნები კვლავ ადგილზეა, ოპოზიცია მზად არის მომდევნო დემონსტრაციისათვის
საღამოს პარლამენტთან დაგეგმილია ახალი აქცია. სცენა და ტრიბუნები კვლავ ადგილზეა, ოპოზიცია მზად არის მომდევნო დემონსტრაციისათვის - Sputnik საქართველო
19/19
საღამოს პარლამენტთან დაგეგმილია ახალი აქცია. სცენა და ტრიბუნები კვლავ ადგილზეა, ოპოზიცია მზად არის მომდევნო დემონსტრაციისათვის
ყველა ახალი ამბავი
0