00:25 01 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9840
  • 100 RUB4.3704
  • USD3.3253
ფოტო

პროტესტი გრძელდება: ქართული ოპოზიცია ახალ არჩევნებს მოითხოვს - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
137 0 0
  • თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო
  • სხვადასხვა შეფასებებით, აქციაზე იყო 10-დან 30 ათასამდე ადამიანი
  • მიუხედავად კორონავირუსის ეპიდემიისა, ოპოზიციამ დანიშნული აქცია არ გადადო
  • თითქმის ყველა მომიტინგე პირბადით იყო, თუმცა დისტანციის დაცვა ვერ ხერხდებოდა
  • ხოლო სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკოსები ნიღბებს არ იყენებდნენ
  • დემონსტრანტები აქციაზე დროშებითა და ტრანსფარანტებით მივიდნენ, ასევე იყენებდნენ ფაიერებს
  • ვინც იღლებოდა, შეეძლო სკამზე დაესვენა
  • პროტესტის მონაწილეები ასევე იყენებდნენ ვუვუზელებს - მისი ხმა უარყოფითი რეაქციის გამომხატველ ტრადიციაც ინერგება
  • საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა
  • ჯამში პარლამენტის წინ აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა
  • ბათუმში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ასევე ათასობით ადამიანი გამოიყვანა
  • აქაც, უმეტესობა პირბადით სარგებლობდა
  • აქცია ჭავჭავაძის სახელობის თეატრთან დაიწყო, მოგვიანებით აჭარის მთავრობის სახლთან გაგრძელდა
  • აქ ოპოზიციის აქტივისტები ასევე ითხოვდნენ არჩევნების შედეგების გაუქმებას და ახალი არჩევნების დანიშვნას
  • ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის გამოხატვისა და ბრძოლის გაგრძელების პირობების დადების შემდეგ, რვა საათისთვის მომიტინგეთა დიდი ნაწილი წავიდა
  • ხოლო თბილისში აქცია ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე - 20:00 საათამდე გაგრძელდა
  • შემდეგ მიტინგის მონაწილეებმა, დაბლოკვის მიზნით მსვლელობა გამართეს ცესკოს მიმართულებით
  • შენობასთან მათ უკვე დახვდათ პოლიციის გაძლიერებული ძალები და ფოლადის ღობე
  • ოპოზიციის აქტივისტები პროტესტის ნიშნად რკინის ღობეს ურტყამდნენ და საშინელ ხმაურს იწვევდნენ
  • ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცესკოს მუშაობაში ხელის შეშლას აპირებენ
© Sputnik / STRINGER
თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყო

მიუხედავად კორონავირუსის ეპიდემიისა და ხელისუფლები მოწოდებებისა ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდების შესახებ, ოპოზიციამ არ შეცვალა მასშტაბური მიტინგის თარიღი პარლამენტის შენობასთან. აქცია გაიმართა ბათუმშიც

Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში იხილავთ, როგორ მიმდინარეობდა აქციები თბილისსა და ბათუმში.

თბილისში მომიტინგეები 15:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბნენ და 20:00 საათიდან მსვლელობა დაიწყეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართულებით.

ბათუმში აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრთან მოიყარეს თავი იგივე დროს, ხუთი საათის შემდეგ კი ევროპის მოედანზე და აჭარის მთავრობის შენობასთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს და განაცხადეს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიღწევას აპირებენ.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები