06:14 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
ფოტო

ბანკზე თავდასხმა და მძევლების აყვანა ზუგდიდში: ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

მოკლე ბმულის მიღება
368 0 0
  • „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალს უცნობი თავს დაესხმა დღისით. ის შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით
  • შენობასთან ოპერატუიულად მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სპეცრაზმი
  • ბოროტმოქმედმა დაახლოებით 20 ადამიანი შეიპყრო. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვდა. ცოტა ხანში მან ასაკოვანი ადამიანები და ორსული ქალი გაათავისუფლა
  • ყველა მიმდებარე ქუჩა იყო ბლოკირებული
  • ჟურნალისტები პოლიციის ბარიკადებს მიღმა მუშაობდნენ
  • სპეცოპერაცია გვიან საღამომდე გაგრძელდა
  • მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა
  • სპეცოპერაციის ადგილზე გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკაც
  • თავდამსმხელი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, თუ პოლიცია სპეცოპერაციას დაიწყებდა
  • შენობა იყო ალყაში - მთელ ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებდნენ
  • განსაკუთრებული ზომების მიღება წარმატებით დასრულდა - რიგი ტელეარხების მონაცემებით, თითქმის ყველა მძევალი გათავისუფლებულია
  • მალე ზუგდიდიდან დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განცხადებას არ აკეთებენ
© Sputnik / STRINGER
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალს უცნობი თავს დაესხმა დღისით. ის შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით

ოთხშაბათს საქართველოში საშინელი ამბავი გავრცელდა – ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბოროტმოქმედმა მძევლები აიყვანა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში სურათები მოვლენათა ადგილიდან.

თავდამსხმელმა 20-მდე მძევალი აიყვანა, რის შემდეგაც ნახევარი მილიონი დოლარი და ვერტმფრენი მოითხოვა.

ბოროტმოქმედი შეიარაღებული იყო ავტომატითა და ხელყუმბარით. ის იმუქრებოდა მისი აფეთქებით, თუ სამართალდამცველები შენობის შტურმით აღებას გადაწყვეტდნენ. მძევლებს შორის იყვნენ ბანკის თანამშრომლები და კლიენტები.

ადგილზე ოპერატიულად მივიდა ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გვიან საღამოს დასრულდა – როგორც ქართული ტელეარხები იუწყებიან, თითქმის ყველა მძევალი გათავისუფლებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები