იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ საუკეთესო ფოტოები მატჩიდან.
უეფას ერთა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში სამი ტურის შემდეგ ქართული გუნდის აქტივში ხუთი ქულაა. ამდენივე აქვს ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელიც პარალელურად გასვლაზე ესტონეთის ნაკრებს ეთამაშა ანგარიშით 3:3.
სომხეთის ნაკრებს ოთხი ქულა აქვს. ხოლო C დივიზიონის მეორე ჯგუფის ბოლო გუნდია ესტონეთის ნაკრები, რომელმაც სამ თამაშში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა.
უეფას ერთა ლიგის ფარგლებში მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან სტუმრად გამართავს.

საქართველოს და სომხეთის ნაკრებებმა 2:2 ითამაშეს

თამაში ნეიტრალურ მოედანზე - პოლონეთში გაიმართა

პირველი გოლი მეექვსე წუთზე ქართული გუნდის კარში გავიდა

4/18
© photo : Georgian Football Federation / FB
გაშვებული ბურთის შემდეგ ქართული ნაკრები გააქტიურდა

ქართველ სპორტსმენებს პირველ ტაიმში რამდენიმე შესანიშნავი შესაძლებლობა ქონდათ ანგარიშის გასათანაბრებლად და დასაწინაურებლადაც

თუმცა ვაისის აღსაზრდელებმა რეალიზაცია ვერ შეძლეს

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი თამაშის მსვლელობისას ემოციებს ვერ მალავდა

მიუხედავად ქართველი ფეხბურთელების მხრიდან გოლის გატანის მცდელობებისა, პირველი ტაიმი ანგარიშით 1:0 დასრულდა

ანგარიში მეორე ტაიმის პირველივე წუთზე შეიცვალა

ლევან შენგელიამ საჯარიმოში ჩააწოდა, ნიკა კაჭარავამ კი ბურთი დავიდ იურჩენკოს კარში მკერდით გაგზავნა 

მოთამაშეებს უხაროდათ - გარდამტეხი მომენტი, თითქოს, უკვე დადგა

სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მოედანზე მიმდინარე მოვლენებს აკვირდება

საქართველოს ნაკრები ამ დროს შეტევას აგრძელებდა

14/18
© courtesy of Georgian Football Federation
ქართველების უპირატესობა 74-ე წუთზე გაიზარდა, როდესაც შეცვლაზე შემოვიდა თორნიკე შენგელია. საგოლე გადაცემა ყაზაიშვილმა შეასრულა

სომეხ სპორტსმენებს წაგება არ სურდათ, ამიტომ შევხედრის მიწურულს მათ ქართული ნაკრების კარზე წნეხი გააძლიერეს

ჯამში, ფინალურ სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე სომხეთმა პენალტი მოიპოვა, რითაც ანგარიში გათანაბრდა და გახდა 2:2

უეფა-ს ერთა ლიგის სამ ტურში ქართულმა გუნდმა აქტივში ხუთი ქულა ჩაიწერა. ამდენივე აქვს ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელიც პარალელურ მატჩს გასვლაზე მართავდა ესტონეთთან, რომელიც დასრულდა ფრედ ანგარიშით 3:3. სომხეთის ნაკრებს ოთხი ქულა აქვს, ხოლო C დივიზიონის მეორე ჯგუფის ბოლო მონაწილეა ესტონეთის ნაკრები, რომელმაც სამ თამაშში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო

შემდეგ მატჩს უეფა-ს ერთა ლიგის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 14 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს