05:23 22 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.1869
  • USD3.2274
ფოტო

საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის ფინალშია! ბელარუსთან მატჩის საუკეთესო ფოტოები

მოკლე ბმულის მიღება
115 0 0
  • თორნიკე ოქრიაშვილის მიერ მატჩის დასაწყისში გატანილმა ერთადერთმა გოლმა შეხვედრის შედეგი განსაზღვრა
  • გოლის აღნიშვნისას ოქრიაშვილმა ჯერ არც კი იცოდა, რომ ქვეყნის ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ფინალში გაიყვანა
  • ბელარუსის ნაკრების მეკარე ეგორ ხატკევიჩი გაშვებულ გოლს ტყუილად არ განიცდიდა
  • ქართველმა სპორტსმენებმა გოლის გატანა აღნიშნეს
  • თამაშის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა
  • მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საქართველომ მოიგო, ოქრიაშვილი ემოციებს ვერ მალავდა
  • გახარებული იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისიც
  • მოთამაშეებმა მოედანზე გამარჯვება აღნიშნეს
  • ბელარუსის ნაკრებმა, მცდელობების მიუხედავად, ანგარიშის გათანაბრებაც ვერ შეძლო
  • რაც ქართული გუნდის მეკარის, გიორგი ლორიას დამსახურებაცაა
  • ისევე, როგორც მთელი გუნდის. ფოტოზე ხვიჩა კვარაცხელია მეტოქის წინააღმდეგ)
  • ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ვლადიმერ ვაისს
  • თამაში საკმაოდ დაძაბულ გარემოში მიმდინარეობდა
  • ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ ყვითელი ბარათიც კი მიიღო
  • ჯამში ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი ყვითელი ბარათი დაიმსახურეს, ბელარუსებმა - მხოლოდ ერთი
  • ქართულმა გუნდმა გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა
  • მიუხედავად ძლიერი მეტოქისა, ქართველმა ფეხბურთელებმა გუნდს გამარჯვება მოუტანეს
  • ასეთ მატჩში გამარჯვება ქართველი გულშემატკივრებისათვის ნამდვილი დღესასწაულია
  • ყოველი ასეთი გამარჯვების შემდეგ ქართული ფეხბურთის რწმენა უფრო და უფრო მყარი ხდება
  • გუნდმა უჩვენა, თუ რის გაკეთება შეუძლია
  • და ეს ყველაფერი ცარიელი ტრიბუნების ფონზე
© photo: AFP 2020 / VANO SHLAMOV
თორნიკე ოქრიაშვილის მიერ მატჩის დასაწყისში გატანილმა ერთადერთმა გოლმა შეხვედრის შედეგი განსაზღვრა

საქართველოს ნაკრებმა ბელარუსის გუნდი დაამარცხა ანგარიშით 1:0 და უეფას ერთა ლიგის ფინალში გავიდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ იბრძოდა გუნდი გამარჯვებისთვის.

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოსა და ბელარუსს შორის ორივე ნაკრებისათვის „საუკუნის მატჩი“ გახდა: სასწორზე იდო ძალიან ბევრი რამ, ვინაიდან შეხვედრის გამარჯვებულს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი ეძლეოდა.

პანდემიის ფონზე მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდა. საქართველოს ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ათასობით გულშემატკივარი ერთ სივრცეში განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური რისკი იქნებოდა კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა მოიგო ანგარიშით 1:0. 12 ნოემბერს კი თბილისში უეფას ერთა ლიგის ფინალი გაიმართება!

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები