23:46 20 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7763
  • 100 RUB4.1332
  • USD3.2117
ფოტო

საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებმა თბილისში მატჩის წინ ივარჯიშეს

მოკლე ბმულის მიღება
37 0 0
  • საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ვარჯიში ჩაატარა
  • მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელების ახლანდელ თაობას ქართული ფეხბურთის ისტორიის შეცვლა შეუძლიათ
  • სლოვაკმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ თამაში საკმაოდ რთული იქნება და მოედანზე ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს
  • პრობლემატურია მარცხენა მცველის პოზიცია. ვაისის თქმით, ამ ადგილის დაკავება ერთდროულად რამდენიმე მოთამაშეს შეუძლია: ტაბიძეს, გრიგალავას, ნავალოვსკის, ჯიღაურს
  • მწვრთნელმა უკვე იცის, ვინ გამოვა ხვალ სასტარტო შემადგენლობაში პოზიციებზე, თუმცა დასახელება არ ისურვა
  • ბელარუსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მიხაილ მარხელის აზრით, მისი გუნდი უეფა-ს ერთა ლიგის ნახევარფინალში ფავორიტი არ არის
  • მარხელის თქმით, მატჩის მსვლელობისას ბევრი რამ ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე იქნება დამოკიდებული
  • მწვრთნელმა აღნიშნა, რომ დიდი პასუხისმგებლობა აკისტრიათ გამოცდილ სპორტსმენებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ თამაშში ახალგაზრდებს უნდა დაეხმარონ
  • უეფა-ს ერთა ლიგის ნახევარფინალი საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებს შორის თბილისში 8 ოქტომბერს დინამო არენაზე გაიმართება 20:00 საათზე
  • კორონავირუსის პანდემიასთან და დაინფიცირების შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით მატჩი მაყურებლის გარეშე ჩაივლის
© Sputnik / Alex Shlamov
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა „დინამო არენაზე“ ვარჯიში ჩაატარა

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის წინ საქართველოს და ბელორუსის ნაკრებებმა თბილისის „დინამო არენაზე“ ივარჯიშეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ ემზადებიან გუნდები თამაშისთვის.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები