21:35 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
ფოტო

კრიზისი, დისტანცია და ნიღბები: როგორ შეცვალა კორონავირუსმა მსოფლიო – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
773 0 0
  • ერთ-ერთი „მსოფლიოს ფინანსური ცენტრის“ ცარიელი ქუჩები - შანხაი, ჩინეთი
  • ასე მიმდინარეობს აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანია - სოციალური დისტანციის დაცვით. ფოტოზე - დემოკრატების კანდიდატი ჯო ბაიდენი მართავს შეხვედრას
  • ამასობაში, პრაღის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმები იბრძვიან COVID-19-ით დაავადებული ერთ-ერთი პაციენტის სიცოცხლისთვის.
  • დიდ ბრიტანეთში, ლივერპულში მკაცრი შეზღუდვებია კორონავირუსის გავრცელების გამო. ფოტოზე - ნიღბიანი გამვლელი მიდის ცარიელ ქუჩაზე
  • ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსის გამო, გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე. ფოტოზე - გოგონა კომპიუტერის საშუალებით უსმენს გაკვეთილს. ნიუ-იორკი, აშშ
  • ლონდონში, კენერი-უორფის ბიზნეს რაიონში, უზარმაზარი ეკრანის საშალებით საზოგადოებასნიღბების ტარების წესებს ახსენებს
  • ლონდონში სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების ჯგუფი ატარებს მიტინგს მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობის Conde Nast-ის შენობასთან, სიტყვის თავისუფლების პრინციპების დაცვის მოთხოვნით. Conde Nast ცნობილია პოპულარული ჟურნალების გამოცემით, მათ შორის Bon Appétit, GQ, New Yorker, Vanity Fair და Vogue. გამომცემელს ასევე აქვს დაახლოებით 30 ვებსაიტი და 50 პროგრამა მობილური მოწყობილობებისთვის
  • მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესია, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შენობა ნიუ-იორკში ცარიელია
  • გაეროს ცარიელ დარბაზში უზარმაზარ ეკრანზე სხვადასხვა ქვეყნების ლიდერების გამოსვლები გადის. ფოტოზე - მიმდინარეობს აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლა
  • პანდემიის დროს, კიბოთი დაავადებული მუჰამედ ალ-ფაიფი, მასწავლებელი საუდის არაბეთიდან, მოსწავლეებისათვის ატარებს არაბული ენის დისტანციურ გაკვეთილებს ერ-რიადის საავადმყოფოდან
  • ნიღბების ტარება აუცილებელია კერძო თვითმფრინავებშიც. ფოტოზე - ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან, სენატორი კამალა ჰარისი
  • აკრძალვები და შეზღუდვები ბიზნესის მრავალ სფეროს შეეხო. დაზარალდნენ როგორც მსხვილი კომპანიები, ასევე მცირე. სურსათის ბაზრებიც კი ცარიელია
  • ზოგ ქვეყანაში ამჟამად სილამაზის სალონების მუშაობა დროებით აკრძალულია. მექსიკაში სალონები მუშაობენ, მაგრამ მათი თანამშრომლები პირბადეებს იყენებენ
  • ინდოეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი იმდენად იზრდება, რომ მალე ეს ქვეყანა შეიძლება გახდეს პირველი მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობით. ფოტოზე - სამედიცინო მუშაკები ატარებენ ინდოეთის ღარიბი რეგიონების მაცხოვრებელთა თერმული სკრინინგს
  • შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 200 ათას ადამიანს გადააჭარბა. სურათზე - ახალგაზრდა ნიღბიანი გოგონა ვაშინგტონის ნაციონალურ ხეივანში COVID-19-ით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აშშ-ის დროშებ ათავსებს
  • ამასობაში ცხოვრება გრძელდება. სურათზე - პროფესიონალი მედდა აშშ-ში, რომელიც ემზადება სამუშაოსთვის, იცვამს დამცავ ტანსაცმელს ღია ცის ქვეშ, რათა პაციენტებთან შევიდეს
  • როგორ შევაჩეროთ პანდემია? სხვადასხვა ქვეყნების ეპიდემიოლოგები და მეცნიერები ამ საკითხის მოგვარებას ცდილობენ. ფოტოზე - გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს სპანი ჯანდაცვის ლაბორატორიაში Bioscientia Healthcare, სადაც COVID – 19-ის გავრცელების შესახებ გამოკვლევები ტარდება
© REUTERS / ALY SONG
ერთ-ერთი „მსოფლიოს ფინანსური ცენტრის“ ცარიელი ქუჩები - შანხაი, ჩინეთი

კორონავირუსის პანდემიამ ადამიანთა ცხოვრების წესი ბევრ ქვეყანაში შეცვალა. პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია... ეს წესები უკვე ნორმად იქცა ბევრგან. იხილეთ ფოტომასალაში სურათები სხვადასხვა ქვეყნებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოების ნაწილი არ ეთანხმება ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, საბოლოო ჯამში, გამონაკლისები მაინც არ არის. ბევრ ქვეყანაში აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ზოგან კი ქუჩებშიც.

ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალვები საკმაოდ მკაცრია, ზოგში კი - მინიმალური. თუმცა ნათელია, რომ იდეალური რეცეპტი არ არსებობს, ინფიცირებულთა რაოდენობა განაგრძობს ზრდას, ხოლო ბევრი სახელმწიფოს ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობაშია.

მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 23 სექტემბრისათვის 31,5 მილიონია, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ 970 ათასს გადააჭარბა.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები