10:37 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
ფოტო

როგორ უმკლავდებიან თბილისელები აგვისტოს ხვატს: ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
162 0 0
  • მშრალი შადრევნები მალე გახდა პოპულარული თბილისელებში
  • ეს ზაფხულის სიცხეში ნამდვილი ხსნაა
  • მშრალი შადრევნები მარტო ბავშვებს კი არა, უფროსებსაც მოსწონთ
  • ბავშვები მთელ დღეებს შადრევნებზე ატარებენ და ერთობიან
  • როცა გარეთ პლუს 40 გრადუსი სიცხეა, წყლის გრილ შხეფებში გავლა ნამდვილი ხსნაა
  • თანაც, ამას ბევრი პოზიტიური ემოცია ახლავს
  • მშრალი შადრევნები მარტო თბილისის ცენტრში კი არა, ქალაქის გარეუბნებშიც მოეწყო
  • ბავშვები იქ მთელ დღეებს ატარებენ
  • ზოგი გასაგრილებლად წყლის სოკოებსაც კი იყენებს
  • შადრევნის კონსტრუქციები ცხაურებითაა დახურული, რომელიც ადამიანის კი არა, ავტომობილის სიმძიმესაც უძლებს
  • შადრევნებთან ყოველთვის სიგრილეა და ამიტომ პარკებში ზაფხულობით ყოველთვის ბევრი ადამიანი იყრის თავს
  • ბავშვები წყალში გრილდებიან, უფროსები კი სეირნობენ, კითხულობენ ან მტრედებს კვებავენ
© Sputnik / STRINGER
მშრალი შადრევნები მალე გახდა პოპულარული თბილისელებში

დადგა ზაფხულის ყველაზე ცხელი თვე და ქალაქში დარჩენილებმა გაგრილების მშვენიერ მეთოდს მიაგნეს. ნახეთ  Sputnik-ის ფოტოლენტაში, რა გზას ნახულობენ თბილისელები გასაგრილებლად

დედაქალაქის ზოგ პარკში ეგრეთ წოდებული „მშრალი შადრევნები“ მოეწყო, რომლებიც მაშინვე პოპულარული გახდა ― განსაკუთრებით, ბავშვებს შორის. წყლის ნაკადში სირბილი შესანიშნავი გასართობი გამოდგა მათთვის ზაფხულის ხვატში.  

ამ მ შრალ შადრევნებს წყლის ერთგვარი ჯამი აქვს, რომელიც მიწის დონეზე დაბლაა განთავსებული. ზემოდან შადრევნის კონსტრუქციები ცხაურებითაა დახურული, რომელიც ადამიანის კი არა, ავტომობილის სიმძიმესაც უძლებს. სწორედ ისინი აძლევს საშუალებას ადამიანს, შადრევანში შევიდეს და წყლის ნაკადის ქვეშ გაიაროს. 

ბოლო პერიოდში ამგვარი შადრევნები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოეწყო და პოპულარულიც გახდა.  

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები