„თბილისის ზღვა“ — სინამდვილეში დიდი წყალსაცავია, რომლის ზომაც 9X3 კილომეტრია. ის XX საუკუნის შუა წლებში ხელოვნურად შექმნეს თბილისის წყლით მომარაგების მიზნით. თუმცა შემდგომში მან სხვა დანიშნულებაც შეიძინა — „ზღვა“ თბილისელებისთვის დასასვენებელ ადგილად იქცა. ზაფხულობით იქ ბევრი დადის საბანაოდ, გასარუჯად და დროის მხიარულად გასატარებლად. თბილისის ზღვას რამდენიმე პლაჟი აქვს — თავისი საზაფხულო კაფეებითა და აკვაპარკით.

ასობით თბილისელი ყოველდღე სტუმრობს ქალაქის განაპირას მდებარე წყალსაცავს

თბილისის ზღვა — ეს უზარმაზარი წყალსაცავია, რომლის სიგრძე 9 კმ, ხოლო სიგანე ზოგ ადგილას 3 კმ–ა. ამასთან ის საკმაოდ ღრმაცაა — მაქსიმალური სიღრმე 45 მეტრს შეადგენს, საშუალო კი 26,6 მეტრს

თბილისის ზღვაზე ყველაფერია, რაც პლაჟზე დასვენებისთვის სჭირდება ადამიანს: შეზლონგები, ქოლგები, ნავები

პლაჟებზე მაშველები მორიგეობენ, თუმცა არა ყველგან. ზოგი დამსვენებელი თავად ირჩევს საბანაო ადგილს პლაჟებისგან მოშორებით, რომელსაც მაშველები გამუდმებით არ აკონტროლებენ

ხალხი თბილისის ზღვაზე ოჯახებთან, მეგობრებთან ერთად დადიან და მთელ დღეს იქ ატარებენ

ბევრი მათგანი იქვე, მეზობლად ცხოვრობს

ბევრი კი მოშორებული უბნებიდან მოდის, ვინც მიზეზთა გამო, ზაფხულში ქალაქიდან გასვლას ევრ ახერხებს

სწორედ ასეთ დროსაა განსაკუთრებით ხელსაყრელი ქალაქში არსებული „ზღვა“

ზოგი იქ ფეხით მიდის, ზოგი ტრანსპორტით, ზოგიც საკუთარი ავტომობილით

პლაჟის მახლობლად რამდენიმე ავტოსადგომია, რომლებიც ზაფხულობით პრაქტიკულად მუდმივად შევსებულია

მიუხედავად კორონავირუსისა, აქაურობას დამსვენებელი არ მოკლებია

და ეს მაშინ, როდესაც შავი ზღვისპირეთს, ადრინდელთან შედარებით, ბევრად ნაკლები ადამიანი სტუმრობს