01:29 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
ფოტო

ოლიმპიადა-80-ის ოქროს გაელვებები: ისტორიას შემორჩენილი გამარჯვებები

მოკლე ბმულის მიღება
ოლიმპიადა 1980 (15)
110 0 0
  • სსრკ–ს ოლიმპიური ნა კრები ოლიმპიადა–80–ის გახსნის ცერემონიაზე
  • საბჭოთა სპორტსმენებმა მოსკოვის ოლიმპიადაზე 195 მედალი მოიპოვეს. აქედან 80 — ოქროს, 69 –ვერცხლისა და 46 ბრინჯაოსი
  • ტანმოვარჯიშე ნელი კიმი — ოლიმპიადაზე ორი ოქროს მედალი დაიმსახურა და ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა
  • ნიჩბოსანი ვლადიმირ პარფიონოვიჩი მოსკოვის ოლიმპიადაზე სამჯერ ავიდა უმაღლეს პიედესტალზე. ის დღემდე ერთადერთი მებაიდარეა მსოფლიოში, რომელმაც მსგავსი ფენომენალური შედეგი მიიღო
  • ქართველ სპორტსმენთაგან ოქროს მედლები  მოიპოვეს მშვილდოსანმა ქეთევან ლოსაბერიძემ, ძიუდოსიტმა შოთა ხაბარელმა და მოჭიდავე ვახტანგ ბლაგიძემ
  • შოტა ხაბარელი მაშინ 21 წლის იყო. ბევრი საბჭოთა ძიუდოისტი მის სტილს „ანტიძიუდოდ“ აფასებდა, ვინაიდან სპოტსმენი ქართული ჭიდაობის ელემენტებს იყენებდა. თუმცა სწორედ ამან მისცა ხაბარელს, ფინალურ შეხვედრაში დაემარცხებინა კუბელი ხუან ფერარი, რომლისთვისაც ძიუდო–ჭიდაობა დაუძლეველ ამოცანად იქცა
  • ვახტანგ ბლაგიძე იმ დროისთვის უკვე იყო მსოფლიო ჩემპიონი და ორჯერ ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული კონტინენტურ პირველობაში. ამიტომაც მისი გამარჯვება უნგრელ ლაიოშ რაცზე სრულიად კანონზომიერი იყო
  • ბელორუსმა ცხენოსანმა ვიქტორ უგრიმოვმა ბრინჯაო, ხოლო რაპირისტმა ალექსანდრ რომანკოვმა ერთდროულად ვერცხლიც აიღო და ბრინჯაოც
  • სერგეი კოპლაკოვმა (ბელორუსია), 200 მეტრზე ცურვაში ორი ოქროს მედლის გარდა, ვერცხლიც დაიმსახურა ას მეტრზე კომ ბინიერბულ ესტაფეტაში
  • სპორტის ისტორიას არასდროს დაავიწყდება მოფარიკავე ვიქტორ სიდიაკისა და ნიკოლაი ალიოხინის, წყალში მხტომელი ალექსანდრ პორტნოვის, ველომრბოლელი ოლეგ ლოგვინის, ძალოსან ლეონიდ ტარანენკოსა თუ კალათბურთელ ტატიანა ივინსკაიას განარჯვებები
  • ლიტველმა სპორტსმენებმა ასევე დიდი წვლილი შეიტანეს ოლიმპიადა–80–ზე სსრკ–ს ნაკრების გამარჯვებაში
  • მოცურავე ლინა კაჩიუშიტემ და რობერტას ჟულპამ მაშინ ოქროს მედლები წაიღეს სამშობლოში, ხოლო ათლეტმა რემიგიუს ვალიულისმა ესტაფეტირუი ნაკრების შემადგენლობაში გაიმარჯვა
  • ყაზახმა სპორტსმენებმა საერთო „ყულაბას“ 6 ოქროს მედალი შესძინეს
  • ტატიანა კოლპაკოვა (ყირგიზეთი) პირველი იყო სიგრძეზე მხტომელთა შორის
  • ლატვიელი დაინის კულა – ოქროს მედლის მფლობელი შუბის ტყორცნაში
  • იური კოვშოვი — ცხენოსანი უზბეკეთიდან, ოლიმპიადა–80–ზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა
  • ედუარდ აზარიანი — ტანმოვარჯიშე სომხეთიდან, ოქროს მედლის მფლობელი გუნდურ ჩათვლაში
  • ტაჯიკმა სპორტსმენებმა მოსკოვის ოლიმპიადიდან ორი ოქროს მედალი წაირეს შინ და ორივე ხუთჭიდელ ანატოლი ატაროსტინის ანგარიშზე მოდიოდა
  • ესტონელი იააკ უუდმაე — ოქროს მედლის მფლობელი წყალში ხტომაში
  • ლარისა სავკინა აზერბაიჯანიდან — ოლიმპიური ჩემპიონი
  • ოლიმპიადა–80–ს დახურვის ცერემონიალი მოსკოვში
© photo: Sputnik / A. Knyazev
სსრკ–ს ოლიმპიური ნა კრები ოლიმპიადა–80–ის გახსნის ცერემონიაზე

1980 წლის მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიადა პირველი იყო აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტოკადრები სახელგანთქმული სპორტსმენების შესახებ, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მაშინდელ გამარჯვებებში.

1980 წლის ოლიმპიადაზე საბჭოთა სპორტსმენებმა საერთო ჯამში 195 მედალი მოიპოვეს. აქედან 80 — ოქროს, 69 – ვერცხლისა და 46 ბრინჯაოსი. შედარებისთვის: საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილზე გასული გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტსმენთა ანგარიშზე სულ 126 ჯილდო მოდიოდა (47–37–42 — შესაბამისად), ხოლო ბულგარეთისა, რომელიც მაშინ მესამე პოზიციაზე გავიდა — მხოლოდ 41 (8–16-17 – შესაბამისად).

საბჭოთა კავშირის 514 სპორტსმენს შორის 16 ქართველი იყო. მათ სულ 12 მედალი მიიღეს — სამი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ხუთიც ბრინჯაო.

გამარჯვების კვარცხლბეკზე ავიდნენ ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა). შოთა ხაბარელი (ძიუდო) და ვახტანგ ბლაგიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა).

თემები:
ოლიმპიადა 1980 (15)

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები