13:38 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
ფოტო

შეზღუდვების მოხსნა თბილისში: რესტორნები და მაღაზიები კლიენტებს უკვე იღებენ – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
243 0 0
  • თბილისელები დიდხანს ელოდნენ სავაჭრო ცენტრების, კაფეებისა და რესტორნების გახსნას
  • დიდი ხანია არავის უნახავს მაღაზიებზე წარწერა „ღიაა“
  • თუმცა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით მაღაზიებში შესვლა მხოლოდ ნიღბით შეიძლება
  • სავაჭრო შენობებში რეგულარულად ტარდება დეზინფექცია
  • ნიღბების ტარება აუცილებელია სავაჭრო ობიექტების პერსონალისათვის
  • თუმცა ნიღაბში ცხელა და  ყველა ისე არ იკეთებს, როგორც საჭიროა
  • ვინაიდან ორი თვის განმავლობაში მაღაზიები დაკეტილი იყო, ბევრ სავაჭრო ცენტრთან რიგები დადგა
  • ამუშავდა კაფეებიც, თუმცა კლიენტები პროდუქციას უმეტესად წასაღებად ყიდულობენ
  • დამლაგებლები მუდმივად ასუფთავებენ ტერიტორიას
  • ასეთი იდეალური წესრიგი ბევრგან არ არის
  • დიდ სავაჭრო ცენტრებში წესებს ზედმიწევნით იცავენ
  • ადამიანებიც იცავენ სოციალურ დისტანციას
  • მაგრამ, პატარა მაღაზიებში შეხვდებით გამყიდველებსა და კლიენტებს ნიღბების გარეშე
  • სიცხის გამო, ნიღაბს იშვიათად ატარებენ
  • თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ნიღაბს ამინდის მიუხედავად იყენებს
  • უნიღოების რაოდენობა მაინც გაცილებით დიდია. ქუჩაში დისტანციასაც ნაკლებად იცავენ
  • რესტორნები თბილისში უკვე ამუშავდა
  • თუმცა ადამიანები ფრთხილობენ და ღია ცის ქვეშ განთავსებულ მაგიდებთან სხდებიან
  • ხშირად ჯგუფებადაც კი
  • მაგრამ იგრძნობა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ერთად ყოფნისას, სტუმრები ჯამში ფრთხილობენ
  • მიუხედავად იმისა, რომ რესტორნები დიდი ხნის განმავლობაში არ მუშაობდნენ, მკვეთრად დიდი რაოდენობით სტუმრები მაინც არ მიუღიათ
  • ზოგ რესტორანში მაგიდასთან რამდენიმე ადამიანს ერთადაც შენიშნავთ, მაგრამ, ძირითადად, რესტორნები ისევ ცარიელია
  • საკვების მიტანის სერვისის პოპულარობა კვლავ იზრდება. მკაცრი შეზღუდვების დროს მსგავსი სამსახურები ძალიან აქტიურად მუშაობდნენ
  • საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, კვლავ ფიქსირდება COVID-19-ით დაინფიცირების ახალი შემთხვევები. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სიცხეში ვირუსის გავრცელება სწრაფი ტემპით არ მოხდება
© Sputnik / Viktor Kaminsky.
თბილისელები დიდხანს ელოდნენ სავაჭრო ცენტრების, კაფეებისა და რესტორნების გახსნას

საქართველოში ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ამუშავდა სავაჭრო ცენტრები, ღია კაფეები და რესტორნები, თუმცა ჯერ კიდევ მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. როგორ იცავენ მათ – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში.

თბილისში 1 ივნისიდან მუშაობა განაახლეს დიდმა სავაჭრო ცენტრებმა, ასევე ღია ტიპის რესტორნებმა და კვების სხვა ობიექტებმა. თუმცა მათ მოუწევთ გარკვეული წესების დაცვა. პერსონალი ვალდებული იქნება ატაროს ნიღბები, სტუმრებმა ერთმანეთისგან უნდა დაიცვან დისტანცია. ასევე აუცილებელია დაწესებულების რეგულარული დეზინფექცია და სანიტარული დამუშავება. ყველა ეს ზომა აუცილებელია იმისათვის, რათა შემცირდეს ახალი კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების რისკი.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები