12:38 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
ფოტო

საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქება საბერძნეთში – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
153 0 0
© photo: Sputnik / Kostis Ntantamis
საბერძნეთში შაბათს 30 გრადუსი სიცხის გამო გაიხსნა ორგანიზებული პლაჟები, რომლებიც ორი თვის განმავლობაში იყო დაკეტილი

შეზღუდვების მოხსნის ეტაპი ქვეყანაში პირველი არ არის. მაისის დასაწყისში დაწყებული პროცესი მეოთხე ფაზაში გადავიდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ გამოიყურება საბერძნეთის სანაპიროები კარანტინის შემდეგ.

25 მაისიდან საბერძნეთში გაიხსნა ტავერნები, რესტორნები, კაფეები და ბარები. ქვეყნის მოსახლეობას უკვე შეუძლია ესტუმროს ამ დაწესებულებებსა და სანაპიროს.

მაგალითად, შაბათს, 16 მაისს 40 გრადუსი სიცხის გამო დაგეგმილთან შედარებით ორი კვირით ადრე გაიხსნა 515 პლაჟი, 17 მაისიდან მორწმუნეებს საკვირაო ლიტურგიაზე დასწრების ნებართვა მისცეს, 18 მაისიდან განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები, ამუშავდა ზოოპარკები და ბოტანიკური ბაღები.

შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება 4 მაისიდან დაიწყო. გეგმა გაწერილია ორ თვეზე იმ პირობით, თუ სიტუაცია არ გართულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მთავრობა ისევ კარანტინის გაძლიერებულ რეჟიმს დააწესებს.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები