13:27 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
ფოტო

სკუტერების ქალაქი: თბილისში ელექტროსკუტერების პოპულარობა იზრდება – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
24911
  • თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, ხშირად სარგებლობენ ელექტროსკუტერებით
  • სერვისი იაფი არ ღირს, თუმცა შეზღუდულ დროში თანხის დაზოგვა შესაძლებელია
  • თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ სკუტერები შესაძლოა ავტომობილის ერთგვარ ალტერნატივად იქცეს, როდესაც ქალაქის ქუჩები გადატვირთულია და საცობები იქმნება
  • გარდა ამისა, ელექტროსკუტერი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აბინძურებს გარემოს
  • მგზავრობის პირველი ათი წუთი უფასოა
  • სკუტერის გააქტიურება მობილური აპლიკაციის მეშვეობით ხდება
  • მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს
  • პანდემიასთან დაკავშირებით ელექტროსკუტერებს მერიის თანამშრომლები დღეში რამდენჯერმე დეზინფექციას უკეთებენ
  • ქალაქის მერის განცხადებას, რომ თბილისში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო უმნიშვნელოვანესია, საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება
  • ელექტროსკუტერები თბილისის ისტორიულ ცენტრშიც გამოჩნდა, თუმცა, დაკეტილი საზღვრების გამო, ქალაქის ტურისტულ ნაწილში სიცარიელეა
  • სამაგიეროდ ხალხმრავალ ადგილებში მათზე დიდი მოთხოვნაა
  • თუ ეს პროექტი გაამართლებს, ელექტროსკუტერები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაჩნდება
© Sputnik / Viktor Kaminsky.
თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, ხშირად სარგებლობენ ელექტროსკუტერებით

თბილისში საზოგადოებრივ და კერძო ტრანსპორტზე დროებითი აკრძალვის დროს პოპულარული გახდა ელექტროსკუტერები.

ახალი ინიციატივა ბევრს მოეწონა, განსაკუთრებით – ახალგაზრდებს. ახლა თბილისის ქუჩებში ხშირად იხილავთ სხვადასხვა ასაკის ხალხს, რომლებიც ელექტროსკუტერებით გადაადგილდებიან. თუმცა, ძირითადად ახალგაზრდები.

თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ სკუტერები შესაძლოა ავტომობილის ერთგვარ ალტერნატივად იქცეს, ასევე ხელი შეუწყოს „საცობებისა“ და ეკოლოგიური მდგომარეობის პრობლემების გადაჭრას. ამგვარი მომსახურებით ასევე ბათუმშიც სარგებლობენ.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები