02:11 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
ფოტო

ტურისტებისგან მიტოვებული მცხეთა: როგორ გამოიყურება ძველი ქალაქის ცენტრი - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
99 0 0
  • მცხეთ სტუმრებს ელოდება, თუმცა ქალაქი ცარიელია
  • ცარიელ ავტოსადგომზე შემთხვევით სტუმრებს ქუჩის ძაღლები ეგებებიან. ისინი იმედით უყურებენ ყველას - იქნებ გამვლელმა მათ საკვები მოუტანა
  • ასე გამოიყურება სუვენირების მაღაზიები, რომლებიც დღეს არ მუშაობენ
  • კაფეები და რესტორნები დაკეტილია, თუმცა, წესრიგის გამო რჩება შთაბეჭდილება, თითქოს აქ მხოლოდ შესვენება გამოცხადდა
  • აივანზე ქართულ სამოსში გამოწყობილი ფიგურა ქალაქის სტუმრებს ეგებება
  • ქალაქის ისტორიულ ცენტრში იგივე მდგომარეობაა
  • დაკეტილი კაფეებისა და მაღაზიების მახლობლად იშვიათად ჩანან გამვლელები
  • ჯერ-ჯერობით ყველა ობიექტზე გამოკრულია წარწერა „დაკეტილია“
  • ასეთ მზიან ამინდში ცარიელი ქუჩის წარმოდგენა ადრე შეუძლებელი იყო
  • მცხეთის მკვიდრებსაც იშვიათად შეხვდებით ქალაქის ქუჩებში
  • რჩება შთაბეჭდილება, რომ ქალაქში დრო გაჩერდა
  • მცხეთელები ამბობენ, რომ 15 ივნისს მოუთმენლად ელიან
  • ისინი იმედოვნებენ, რომ შიდა ტურიზმი მაინც განახლდება და ობიექტების ნაწილი საქმიანობას განაგრძობს
  • რამდენად მოთხოვნადი გახდება სუვენირები, რთული სათქმელია - მათ ძირითადად ტურისტები ყიდულობენ
  • მაგრამ რესტორნები და კაფეები, ასეთ თბილ და მზიან ამინდში, ალბათ ბევრ სტუმარს გაუმასპინძლდება
  • მაგრამ, ჯერ-ჯერობით, ქალაქი ცარიელია. სვეტიცხოველში ხშირად მიდიან მორწმუნეები, თუმცა, ტურისტების არყოფნის გამო, მათი რაოდენობა შესამჩნევი არაა
  • აქ ყოველთვის იდგნენ სუვენირებითა და ქართული ღვინით მოვაჭრეები
  • ამ სურათის შემხედვარე, გასაგები ხდება, რომ ქალაქს ადამიანები და სიცოცხლე მოაკლდა
  • ამ პერიოდში ტურისტული ობიექტების მეპატრონეები ძლიერ დაზარალდნენ
  • სახელმწიფო ვერ უმკლავდება კერძო სექტორის დანაკარგების კომპენსირებას
  • სხვადასხვა აკრძალვები და შეზღუდვები იძულებული ზომები იყო. მხოლოდ ამ ზომების შედეგად შეძლო ქვეყანამ COVID-19-ით დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის თავიდან არიდება
  • თუმცა ტურისტულ სფეროში დასაქმებულები, რომლებიც კრიზისის გამო დაზარალდნენ, უკმაყოფილოები არიან
  • ერთის მხირვ - კორონავირუსი, მეორეს მხრივ - შემოსავლის გარეშე დარჩენა. ამ შემთხვევაში, კორონავირუსის საფრთხე ნაკლებად საგრძნობია ფული გარეშე დარჩენის პერსპექტივასთან შედარებით
  • ადამიანები მთავრობიგან შეზღუდვებისა და აკრძალვების მოხსნას მოითხოვენ
  • სანამ აკრძალვები ძალაშია - კაფეებისა და რესტორნების ტერიტორიაზე ასეთი სურათი იქნება
  • ქუჩებში კი - იშვიათი გამვლელები იქნებიან
  • თუმცა, ზოგიერთი მდინარესთან შვილებთან ერთად სასეირნოდ მიდის. როგორც ჩანს, მცხეთაში, ღია ცის ქვეშაც იცავენ დისტანციას
  • ხანდახან ცარიელ ქუჩებში ჩნდებიან ველოსიპედით მოსეირნე ახალგაზრდები
  • ასეთ მშვენიერ ამინდში, ქუჩაში არავინაა
  • სვეტიცხოველისკენ მიმავალ ქუჩაზეც კი ვერავის ნახავთ
  • მცხეთაში ასეთი მდგომარეობა 15 ივნისამდე შენარჩუნდება
© Sputnik / Alexander Imedashvili
მცხეთ სტუმრებს ელოდება, თუმცა ქალაქი ცარიელია

საქართველოს ისტორიული დედაქალაქი - მცხეთა რთული წარმოსადგენია ტურისტების გარეშე, თუმცა დღეს აქ სწორედ ასეთი სურათია. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოკადრები, თუ როგორ გამოიყურება მცხეთა.

კორონავირუსის პანდემიის შეზღუდვებისა და აკრძალვების, დაკეტილი საზღვრების და ეკონომიკური კრიზისის გამო ტურისტთა ნაკადი მთელ მსოფლიოში შეწყდა. 

ეს პრობლემა გაჩნდა საქართველოშიც. ახლა ქვეყანა საზღვრების გახსნას და უცხოელი სტუმრების მიღებას ელოდება.

ამასობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტები უფუნქციოდ დარჩა.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები