ამ დროისათვის საქართველოში კვლავ გაუქმებულია საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა მგზავრთა გადასაყვანად, ასევე შიდა ავიარეისებიც. ჯერჯერობით არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ძალაში რჩება ავტომობილში ადამიანთა რაოდენობაზე შეზღუდვა - დაიშვება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის ორი უკანა სავარძელზე.
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში ამ მომენტისათვის 667 ადამიანს შეადგენს, 383 მათგანი გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა. მთავარ ამოცანად რჩება ვირუსის მასობრივი გავრცელებისთვის ხელის შეშლა, ამისთვის აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა და მოქალაქეების მობილობის შეზღუდვა.
© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი ცხოვბრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, თუმცა ქალაქის ისტორიულ ნაწილში კვლავ სიცარიელეა
თბილისი ცხოვბრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება, თუმცა ქალაქის ისტორიულ ნაწილში კვლავ სიცარიელეა
© Sputnik / Alexander Imedashviliსუვენირების მაღაზიები ჯერ კიდევ დაკეტილია
სუვენირების მაღაზიები ჯერ კიდევ დაკეტილია
© Sputnik / Alexander Imedashviliაქ განთავსებულ კაფეებსა და რესტორნებს მუშაობა არ განუახლებიათ, თუმცა, სუვენირების მაღაზიებისგან განსხვავებით, აქ სტუმრები ეყოლებათ
აქ განთავსებულ კაფეებსა და რესტორნებს მუშაობა არ განუახლებიათ, თუმცა, სუვენირების მაღაზიებისგან განსხვავებით, აქ სტუმრები ეყოლებათ
© Sputnik / Alexander Imedashviliასევე უფუნქციოდ დარჩა კერძო სასტუმროები და ჰოსტელები
ასევე უფუნქციოდ დარჩა კერძო სასტუმროები და ჰოსტელები
© Sputnik / Alexander Imedashviliდახურული სასტუმროებისა და რესტორნების კარებზე განთავსებულია წარწერები, რაც დაკეტვის მიზეზს ხსნის - ეს კორონავირუსის პანდემიაა
დახურული სასტუმროებისა და რესტორნების კარებზე განთავსებულია წარწერები, რაც დაკეტვის მიზეზს ხსნის - ეს კორონავირუსის პანდემიაა
© Sputnik / Alexander Imedashviliსანამ COVID-19-ის გავრცელების რისკი არსებობს, საზღვრები დაკეტილია, ამიტომ ტურიზმიდან შემოსავალს არავინ ელოდება
სანამ COVID-19-ის გავრცელების რისკი არსებობს, საზღვრები დაკეტილია, ამიტომ ტურიზმიდან შემოსავალს არავინ ელოდება
© Sputnik / Alexander Imedashviliმეიდნიდან ნარიყალას ციხემდე მიმავალი ქუჩა, როგორც წესი, სავსეა ტურისტებით, თუმცა ახლა აქ არავინაა
მეიდნიდან ნარიყალას ციხემდე მიმავალი ქუჩა, როგორც წესი, სავსეა ტურისტებით, თუმცა ახლა აქ არავინაა
© Sputnik / Alexander Imedashviliამ დროისათვის აბანოთუბანიც უკაცრიელად იქცა
ამ დროისათვის აბანოთუბანიც უკაცრიელად იქცა
© Sputnik / Alexander Imedashviliქუჩაში მხოლოდ ცხოველები დარბიან
ქუჩაში მხოლოდ ცხოველები დარბიან
© photo: Sputnikთუმცა, ხანდახან აქ მოდიან ადამიანები და ძველ ქალაქს ფოტოებს უღებენ
10/28
© photo: Sputnik
თუმცა, ხანდახან აქ მოდიან ადამიანები და ძველ ქალაქს ფოტოებს უღებენ
© Sputnik / Alexander Imedashviliთუმცა, საღამოობით აქ თვითიზოლაციისგან დაღლილი ადამიანები მოდიან და დროს სუფთა ჰაერზე ატარებენ
თუმცა, საღამოობით აქ თვითიზოლაციისგან დაღლილი ადამიანები მოდიან და დროს სუფთა ჰაერზე ატარებენ
© Sputnik / Alexander Imedashviliმაგრამ, ქალაქის გულში მაინც სიცარიელეა. სურათი მხოლოდ საზღვრების გახსნის შემდეგ შეიცვლება
მაგრამ, ქალაქის გულში მაინც სიცარიელეა. სურათი მხოლოდ საზღვრების გახსნის შემდეგ შეიცვლება
© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტული ობიექტების მფლობელები ჯერ კიდევ ვერ იწყებენ საქმიანობას
ტურისტული ობიექტების მფლობელები ჯერ კიდევ ვერ იწყებენ საქმიანობას
© photo: Sputnikეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურისტულ სფეროში დასაქმებული ადამიანები შემოსავლის გარეშე რჩებიან
14/28
© photo: Sputnik
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურისტულ სფეროში დასაქმებული ადამიანები შემოსავლის გარეშე რჩებიან
© Sputnik / Alexander Imedashviliპარკინგზე, სადაც ადრე ადგილი არ იყო, ახლა სამშენებლო ტექნიკა დგას. მიუხედავად კრიზისისა, აქ დიდი სასტუმროს მშენებლობა გრძელდება
პარკინგზე, სადაც ადრე ადგილი არ იყო, ახლა სამშენებლო ტექნიკა დგას. მიუხედავად კრიზისისა, აქ დიდი სასტუმროს მშენებლობა გრძელდება
© Sputnik / Alexander Imedashviliქუჩაში დგას ტურისტული ბუმის შესახებ ბანერი, თუმცა ობიექტი დაკეტილია
ქუჩაში დგას ტურისტული ბუმის შესახებ ბანერი, თუმცა ობიექტი დაკეტილია
© Sputnik / Alexander Imedashviliსიჩუმეა კოტე აფხაზის ქუჩაზეც. როგორც წესი, აქ უამრავი ტურისტი დადის, სავალი ნაწილი კი - ავტომობილებითაა სავსე
სიჩუმეა კოტე აფხაზის ქუჩაზეც. როგორც წესი, აქ უამრავი ტურისტი დადის, სავალი ნაწილი კი - ავტომობილებითაა სავსე
© Sputnik / Alexander Imedashviliნარიყალაზე ასული ქალაქის სტუმრები თბილისს სიმაღლიდან სურათებს უღებენ. საზღვრების დაკეტვის შემდეგ უცხოეთის მრავალი მოქალაქე დარჩა საქართველოში
ნარიყალაზე ასული ქალაქის სტუმრები თბილისს სიმაღლიდან სურათებს უღებენ. საზღვრების დაკეტვის შემდეგ უცხოეთის მრავალი მოქალაქე დარჩა საქართველოში
© Sputnik / Alexander Imedashviliკაფეები და რესტორნები მუშაობის განახლებას ელოდებიან
კაფეები და რესტორნები მუშაობის განახლებას ელოდებიან
© Sputnik / Alexander Imedashviliჯერ-ჯერობით კი სიტუაცია ქალაქში კვლავ პოსტაპოკალიპტური ფილმის სცენას წააგავს
ჯერ-ჯერობით კი სიტუაცია ქალაქში კვლავ პოსტაპოკალიპტური ფილმის სცენას წააგავს
© Sputnik / Alexander Imedashviliახალგაზრდები იკრიბებიან ტურისტულ ადგილებში და ერთმანეთთან ურთიერთობაში ატარებენ დროს
ახალგაზრდები იკრიბებიან ტურისტულ ადგილებში და ერთმანეთთან ურთიერთობაში ატარებენ დროს
© Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელთა ნაწილი, მიუხედავად თბილი ამინდებისა, განაგრძობს პირბადით სარგებლობას
გამვლელთა ნაწილი, მიუხედავად თბილი ამინდებისა, განაგრძობს პირბადით სარგებლობას
© Sputnik / Alexander Imedashviliახალგაზრდა წყვილები პარკებში ისვენებენ. სიყვარულმა არ იცის არც ასაკი და არც სეზონი, თუმცა გაზაფხული, თითქოს, თავად ბადებს ასეთ სცენებს ქალაქის ქუჩებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე გრძელდება!
ახალგაზრდა წყვილები პარკებში ისვენებენ. სიყვარულმა არ იცის არც ასაკი და არც სეზონი, თუმცა გაზაფხული, თითქოს, თავად ბადებს ასეთ სცენებს ქალაქის ქუჩებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე გრძელდება!
© Sputnik / Alexander Imedashviliასაკოვანი ადამიანები ახალ ამბებს განიხილავენ. სავარაუდოდ, ისინი კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ
ასაკოვანი ადამიანები ახალ ამბებს განიხილავენ. სავარაუდოდ, ისინი კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობენ
© Sputnik / Alexander Imedashviliძველ ქალაქში, როგორც ჩანს, ქუჩის ცხოველები მომრავლდნენ. ისინი ადამიანებთან უშიშრად მიდიან. ზოგიერთი მათგანი კი ოთხფეხა მეგობრებს საკვებით უმასპინძლდება
ძველ ქალაქში, როგორც ჩანს, ქუჩის ცხოველები მომრავლდნენ. ისინი ადამიანებთან უშიშრად მიდიან. ზოგიერთი მათგანი კი ოთხფეხა მეგობრებს საკვებით უმასპინძლდება
© Sputnik / Alexander Imedashviliიმედია, რომ ასეთი სურათი მალე წარსულს ჩაბარდება
იმედია, რომ ასეთი სურათი მალე წარსულს ჩაბარდება
© Sputnik / Alexander Imedashviliდა ძველი თბილისის ცარიელ ქუჩებს კვლავ ხმაური მოიცავს
და ძველი თბილისის ცარიელ ქუჩებს კვლავ ხმაური მოიცავს
© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი თითქოს ყველას უხმობს - აქ მშვენიერი ამინდი და სტუმართმოყვარე ადამიანები არიან. ჩვენთან ყოველთვის გელოდებიან!
თბილისი თითქოს ყველას უხმობს - აქ მშვენიერი ამინდი და სტუმართმოყვარე ადამიანები არიან. ჩვენთან ყოველთვის გელოდებიან!