02:47 24 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8226
  • 100 RUB4.2699
  • USD3.2641
ფოტო

ბიზნესი და კორონავირუსი: ვაჭრობისა და მომსახურების სფეროები გამოცოცხლებას იწყებს - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
94 0 0
  • მარტიდან საქართველოში დაწესდა მკაცრი შეზღუდვები, რაც ვაჭრობისა და მომსახურების სფეროებსაც შეეხო
  • სხვადასხვა მაღაზიების გარდა, მუშაობა შეწყვიტა ავტოსამრეცხაოებმა და სახელოსნოებმა
  • კერძო სახელოსნოები უკვე გაიხსნა, და კლიენტებიც მაშინვე გამოჩნდნენ
  • შეზღუდვების მოქმედების პერიოდში ავტომობილისტების ნაწილს ხელოსნებთან წასვლის გადადება უწევდათ
  • ვინაიდან საქართველოში ავტომობილების უმეტესი ნაწილი მეორეადია დიდი გარბენით და სოლიდური ასაკით, ხშირად ესაჭიროებათ ტექმომსახურება
  • მუშაობა განაახლა ავტოსამრეცხაოებმაც
  • ახლა ავტომობილის გარეცხვა და გასუფთავება პრობლემას აღარ წარმოადგენს
  • მუშაობა განაახლა მეორადი ნაწილების ბაზრობებმა
  • აქ ავტონაწილები ახალთან შედარებით იაფი ღირს
  • ბევრ ობიექტს ახლა პროდუქცია ადგილზე მიაქვს, თუმცა საცხობებს, ფაქტობრივად, არც შეუწყვეტიათ მუშაობა
  • თუმცა მცირე საბითუმო მაღაზიები დაკეტილი იყო, მაგრამ მათ უკვე შეუძლიათ კლიენტების მიღება
  • გაჩნდა მაღაზიებიც, სადაც დღეისათვის მოთხოვნადი ნივთები იყიდება - სადეზინფექციო ხსნარები, ნიღბები და ხელთაათმანები. ასეთი მაღაზიების ასორტიმენტი მხოლოდ ჩამოთვლილი პროდუქციისგან შედგება
  • ქუჩებში გამოჩნდნენ ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრეებიც
  • მუშაობა განაახლა სურსათის ბაზრებმაც
  • პროდუქტებზე დეფიციტი არ არის, თუმცა ზოგიერთ მათგანზე ფასი გაიზარდა
  • მაღაზიაში შესასვლელად აუცილებელია პირბადე. ხელთათმანების ქონა სავალდებულო არ არის, თუმცა საზოგადოების ნაწილი მზიან და თბილ ამინდშიც განაგრძობს მათ ტარებას
  • გამოჩნდნენ მწვანილითა და ბოსტნეულით მოვაჭრეები. ადამიანები ცდილობენ საქმიანობა დროულად განაახლონ, რათა თვითიზოლაციის პერიოდში მიღებული დანაკლისი აინაზღაურონ
  • სავაჭრო ობიექტების პერსონალი აუცილებლად უნდა სარგებლობდეს პირბადით და ხელთათმანებით
  • როგორც ჩანს, ნიღბებისა და ხელთათმანების ტარების ნორმები ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში კიდევ დიდხანს დარჩება
  • მაგრამ, ადამიანებს კიდევ მაინც თუ მოუწევთ ნიღბებისა და ხელთათმანების ტარება, რაც უკმაყოფილებას იწვევს, მაშინ ეკონომიკის საქმიანობის განახლება დადებითი სიახლეა, რამაც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს გამბედაობა შემატა. ახლა ყველა ელოდება დარჩენილი შეზღუდვების გაუქმებას და ჩვეული ცხოვრების დაბრუნებას
© Sputnik / Viktor Kaminsky.
მარტიდან საქართველოში დაწესდა მკაცრი შეზღუდვები, რაც ვაჭრობისა და მომსახურების სფეროებსაც შეეხო

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვების ეტაპობრივმა მოხსნამ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს მუშაობის განახლების საშუალება მისცა.

იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტომასალაში, როგორ ანახლებს მუშაობას საქართველოში მცირე ბიზნესი, რომლის ფუნქციონირებაც გაზაფხულზე მკაცრი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესების გამო შეჩერდა. 

ხელისუფლება იძულებული გახდა დროებით დაეწესებინა მკაცრი ზომები, რათა გამოერიცხა ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების რისკი და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება.

ამ დროისათვის საქართველოს წამყვანი ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანამ COVID-19-ის გავრცელების პიკი გადაიარა.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები