11:52 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
ფოტო

ცრემლიანი დღესასწაული: როგორ მიაგეს თბილისელებმა პატივი გმირებს

მოკლე ბმულის მიღება
29310
  • ადრე აქ 9 მაისს დილიდან ასობით ადამიანი იკრიბებოდა
  • მაგრამ დღეს ვაკის პარკში სულ რამდენიმე ათეულ ადამიანს შენიშნავდით
  • მიუხედავად შეზღუდვებისა, ქალაქის მკვიდრები მაინც მივიდნენ მემორიალთან დაცემული გმირების პატივსაცემად
  • დღეს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ცოტა ადამიანი იყო, თუმცა ემოციების ნაკლებობა არ იგრნობოდა
  • პარკში მოდიოდნენ ბავშვებთან ერთადაც, რომლებსაც დიდი სამამულო ომის დროინდელი ფორმა ეცვათ
  • პარკში ერთდროულად ადამიანთა რაოდენობა ცოტა იყო, თუმცა ყვავილების რაოდენობა მემორიალთან მატულობდა
  • 9 მაისს დილით უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ხალხი არ იყო. გარდა ერთად სამ ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვისა, ქალაქში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი
  • მემორიალთან მისულებიდან ზოგიერთი პირბადეს იყენებდა
  • თუმცა ქალაქის მკვიდრთა დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ ნიღაბს აღარ ატარებს. როგორც ჩანს, მიაჩნიათ, რომ თბილი ამინდები მათ კორონავირუსისგან დაიცავს
  • კორონავირუსის პანდემიის გამო წელს საქართველოში 9 მაისს დაგეგმილი ყველა მასშტაბური ღონისძიება გაუქმდა
  • ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ფრონტზე 700 ათასი მებრძოლი წავიდა, რომელთაგან სამშობლოს მხოლოდ 300 ათასი დაუბრუნდა
  • საქართველოს ათობით ათასი მკვიდრიდაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 მათგანი საბჭოთა კავშირის გმირი გახდა
  • ახლა საქართველოში დიდი სამამულო ომის 371 ვეტერანია ცოცხალი, ყველაზე ახალგაზრდა მათგან 94 წლისაა, ყველაზე ხანდაზმული კი - თითქმის 103 წლის
  • საქართველოს მთავრობამ 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ერთჯერადიფულადი დახმარება გაუწია 600 ლარის ოდენობით
  • მარადიული ცეცხლი გმირების ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომლებმაც სამყარო ფაშიზმისგან იხსნეს
© Sputnik / Alex Shlamov
ადრე აქ 9 მაისს დილიდან ასობით ადამიანი იკრიბებოდა

თბილისში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა, ადამიანები მიდიან ვაკის პარკში და ყვავილები მიაქვთ მარადიულ ცეცხლთან და უცნობი ჯარისკაცის საფლავთან

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში ამოქმედებულია მკაცრი რეგულაციები. მაგალითად, დროებით შეჩერებულია ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში. 

მიუხედავად ამისა, წინაპრებისათვის პატივის მისაგებად ქალაქის სხადასხვა უბებიდან მიდიან და ყვავილები მიაქვთ უცნობი ჯარისკაცის საფლავთან.

ასევე აკრძალულია ერთად სამ ადამიანზე მეტის თავშეყრა. პოლიცია ვაკის პარკში დილიდან მორიგეობს და იცავს წესრიგს. ადგილზე მისული ადამიანები დიდხანს არ ჩერდებიან. ადრე აქ მოსული საზოგადოება მთელი დღის განმავლობაში რჩებოდა, ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და უზიარებდნენ მოგონებებს.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები