11:54 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
ფოტო

გამარჯვების დღე და კორონავირუსი: როგორ აღნიშნეს თბილისში 9 მაისი - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
16110
  • ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან და მარადიულ ცეცხლთან ადრიანი დილიდან მიქონდათ ყვავილები
  • თუმცა პარკში ბნევრი ხალხი არ იყო, სიტუაციას ადგილზე პოლიცია აკონტროლებდა
  • საქმე ისაა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული, მათ შორის სამ ადამიანზე მეტის ერთად შეკრება
  • ერთ-ერთი პირველთაგანი უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მივიდა
  • ყვავილები მემორიალთან ასევე მიიტანეს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებმა
  • ვაკის პარკში მივიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე და თბილისის საკრებულოს წარმომადგენელი გიორგი ტყემალაძე
  • საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ასევე მიაგო პატივი მეორე მსოფლიო ომის გმირების ხსოვნას
  • სასულიერო პირებმა ღვთისმსახურება აღავლინეს გმირთა ხსოვნის პატივსაცემად
  • ომში დაღუპულთა პატივის მისაგებად ვაკის პარკში ასევე მივიდა შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი საქართველოში ევგენი კონიშევი
  • დილიდან პარკში იმყოფებოდა ბელარუსის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხაილ მიატლიკოვი
  • წვიმიანი ამინდის გამო დიპლომატები მემორიალთან ქოლგებით იდგნენ
  • გმირების ხსოვნისადმი პატივსაცემად უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ყვავილები მიიტანა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, საქართველოს პარლამენგტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ
  • საქართველოში რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭოს და „რუსული კლუბის“ ხელმძღვანელი ნიკოლაი სვენტიცკი მემორიალისკენ მიემართება
  • წელს უცნობი ჯარისკაცის საფლავთან არ წარდგენილა სამხედრო ორკესტრი, ერთმანეთთან არ უსაუბრიათ ვეტერანებსა და მათ ახლობლებს
  • საზოგადოების წარმოამდგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე დილიდან მივიდნენ მემორიალთან
  • მათ შორის, ვინც პარკში მივიდა, იყო ბევრი რიგითი მოქალაქეც
  • ცეცხლი უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ყოველთვის არ ანთია, მაგრამ ყოველ 9 მაისს ანთებენ
  • პარკში სიცარიელე იყო, ციოდა და წვიმდა. მემორიალთან ანთებულ ცეცხლთან ძაღლი გასათბობად მივიდა
  • ტრადიციულად, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან თბილისელები 9 მაისს მთელი დღის განმავლობაშ მიიტანენ ყვავილებს და პატივს მიაგებენ დიდ სამამულო ომში დაღუპულ წინაპრებს
© Sputnik / STRINGER
ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან და მარადიულ ცეცხლთან ადრიანი დილიდან მიქონდათ ყვავილები

ვაკის პარკში 9 მაისს პირველად იყო ასეთი ცოტა ხალხი. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ აღნიშნეს ეს დღე შეზღუდვების ფონზე, რომლებიც კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების რისკის გამო დაწესდა

საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ - 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალური არასამუშაო დღეა.

წელს, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ყველა საზეიმო ღონისძიება გაუქმდა.

გამარჯვების დღეს, 9 მაისს, თბილისში, როგორც წესი, ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან და ფაშიზმზე გამარჯვებას აღნიშნავენ.

21 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო მოქმედებს საგანგებო რეჟიმი და შემოღებულია მრავალი შეზღუდვა, მათ შორის სამ ადამიანზე მეტის ერთად შეკრება.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები