12:30 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
ფოტო

ბერლინის აღება - სასტიკი ბრძოლების საარქივო ფოტოები

მოკლე ბმულის მიღება
38851
© photo: Sputnik / Viktor Temin
ბერლინი 1945 წლის გაზაფხულის სამხედრო კამპანიის მთავარი სტრატეგიული მიზანი იყო. იქ მდებარეობდა ფიურერის შტაბ-ბინა და ნაცისტური გერმანიის ცენტრალური ოფისები

დიდი სამამულო ომის ბოლო ბრძოლა გახდა ბერლინზე შეტევის ოპერაცია, რომელმაც გერმანიის უპირობო კაპიტულაცია გამოიწვია. იხილეთ ფოტოლენტაში სასტიკი ბრძოლების კადრები

ბერლინის აღება უმაღლესი მთავარსარდლის შტაბში ერთდროულად სამი ფრონტით გადაწყდა. შეტევა პირველი ბელორუსული ფრონტის არმიას უნდა დაეწყო ჟუკოვის ხელმძღვანელობით და ასევე პირველი უკრაინული ფრონტის ძალებს კონევის სარდლობით. ამის შემდეგ შეტევაში უნდა ჩართულიყო მეორე ბელორუსული ფრონტი როკოსოვსკის მეთურობით.
საბჭოთა მხარეს მრავალჯერადი უპირატესობა ჰქონდა არტილერიაში. შეტევის წინ ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ თითოეულ მეთაურს ზუსტად ცოდნოდა თავისი ამოცანა, ოპერაციის ყველა დეტალი შტაბებში რუკებსა და მაკეტებზე დამუშავდა. ბერლინი შესანიშნავად იყო გამაგრებული და მომზადებული ქუჩებში ბრძოლებისთვის. ქალაქის გარშემო სამი თავდაცვითი რკალი იყო შექმნილი, შიგნით კი რკინაბეტონის 400-ზე მეტი საცეცხლე წერტილი იყო მოწყობილი. ბერლინის სამხედრო გარნიზონი დაახლოებით 200 ათას კაცს ითვლიდა.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები