11:30 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
ფოტო

თბილისი მანქანების გარეშე: როგორს დავიმახსოვრებთ მას - ფოტოები

მოკლე ბმულის მიღება
171 0 0
  • დღეს უკვე სავსეა ქალაქის ქუჩები ავტომობილებით, ორი დღის წინ კი ქალაქში ასეთი მდგომარეობა იყო
  • საავტომობილო გზებით ძირითადად ველოსიპედისტები სარგებლობდნენ
  • ქალაქის ცენტრში ქვეითებიც კი არ ჩანდნენ
  • ქალაქის ყველა საკვანძო გზა შეზღუდვის მოქმედების პერიოდში ცარიელი იყო
  • ქალაქის ქუჩებში სიტუაცია ცოტა ხნით შეიცვალა
  • ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა 10 დღის განმავლობაში მოქმედებდა
  • დედაქალაქში ჰაერი გაიწმინდა, რის შედეგადაც ქალაქის მერმა კახა კალაძემ მომავალში მსუბუქი ავტომობილების გადაადგილების პერიოდული შეზღუდვის იდეა წამოაყენა
  • გაჩნდა ასევე სხვა მოსაზრება - ქალაქის ცენტრში ავტომობილების შესვლის აკრძალვა
  • თუმცა, განხორციელდება თუ არა ეს იდეები და ინიციატივები - ჯერ-ჯერობით უცნობია
  • ასე გამოიყურებოდა მარჯანიშვილის მოედანი ავბტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში
  • ქალაქში თავისუფლად მხოლოდ ორთვლიანი ტრანსპორტის გადაადგილება იყო დაშვებული
  • ეს ადგილი მუდამ გადავსებული იყო არა მხოლოდ ავტომობილებით, არამედ ტურისტებითაც
  • აქ კი, სანაპიროზე, პიკის საათში საშინელი საცობები იყო, სადაც ადამიანები უამრავ დროს ხარჯავდნენ
  • მეიდანზეც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. მკაცრი შეზღუდვების დროს კი აქ იშვიათად შენიშნავდით გამვლელებსა და ველოსიპედისტებს
  • ამასობაში გაზაფხულიც მოვიდა
  • ასეთი თბილისის დანახვა დღისით, მითუმეტეს ასეთ ამინდში, ყველასთვის უჩვეულოა
  • ახლა სავალ ნაწილზე ასე სეირნობა უკვე შეუძლებელია - ორშაბათს ავტომობილები ქალაქის ქუჩებს დაუბრუნდნენ
  • მხოლოდ მოგონებებში დარჩება ასეთი სურათი, რადგან ახლა აქ ასობით ავტომობილი გადაადგილდება
  • ასე გამოიყურებოდა ქალაქის ერთ-ერთი ავტოსადგური, თუმცა აქ სიტუაცია განსაკუთრებულად არ შეცვლილა - საქალაქთაშორისო მიმოსვლა კვლავ აკრძალულია
  • აკრძალვის დღეებში სიცარიელე იყო მთელ ქალაქში
  • მათ შორის ცენტრიდან მოშორებულ უბნებშიც
  • ორშაბათს კი ქალაქის შესასვლელებსა და გასასვლელებში საცობები წარმოიქმნა
  • საზოგადოება იმედოვნებს, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლისათვის ხელისუფლებას აღარ მოუწევს ასეთი მკაცრი შეზღუდვების დაწესება
© Sputnik / Alexander Imedashvili
დღეს უკვე სავსეა ქალაქის ქუჩები ავტომობილებით, ორი დღის წინ კი ქალაქში ასეთი მდგომარეობა იყო

საქართველოს დედაქალაქი და ქვეყნის სხვა ქალაქებიც, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, კვლავ გაივსო მსუბუქი ავტომობილებით. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოკადრები, როგორ გამოიყურებოდა თბილისის ქუჩები შეზღუდვების მოხსნამდე ერთი დღით ადრე.

საქართველოს მთავრობამ დაიწყო იმ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა, რომლებიც კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა.

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ქალაქებს შორის მსუბუქი ავტოტრანსპორტით გადაადგილების ორი დღით დაშვება და თბილისის შიგნით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის გაუქმება გახდა.

ამ დროის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 496-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 149 ადამიანი, ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. სამი პაციენტი ჩამოიყვანეს თურქეთიდან და სომხეთიდან, სადაც მათ კორონავირუსი დაუდგინათ. კარანტინში რჩება 4 833 ადამიანი, 571 იმყოფება სტაციონარებში.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდე გახანგრძლივდა. რიგი შეზღუდვები კვლავ მოქმედებს, გამოცხადებულია საკომენდანტო საათი 21:00-დან 06:00 საათამდე.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები