ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 1,3 მილიონს გადააჭარბა. ევროპაში ყველაზე მეტი ადამიანი დავირუსდა იტალიასა და ესპანეთში, თუმცა ამ ქვეყნებში ერთ დღე-ღამეში დაღუპულთა რაოდენობა მცირდება, რაც მცირეოდენ იმედს იძლევა, რომ პანდემიის პიკი უკანაა მოტოვებული.
მეცნიერები მთელ მსოფლიოში ცდილობენ ეფექტური მკურნალობის აღმოჩენას, ასევე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას. ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ფოტოები, თუ როგორ უტევს კორონავირუსი დაავადებულის ორგანიზმში უჯრედებს.

COVID-19-ის დანახვა, მისი ზომის გამო, მხოლოდ მიკროსკოპით შეიძლება

მათი ფორმა გვირგვინს წააგავს

ვირუსს გარედან საცეცები აქვს. სწორედ ამიტომ მიიღო ეს დასახელება კორონავირუსმა

ცოდა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნილი ვაქცინის გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნეს

მათი თქმით, ვირუსები არიან მიკროსკოპული ობიექტები, რომლებიც დეენემის ცილის ფენაში არიან განთავსებული

ასევე, სწავლულებმა აღნიშნეს, რომ ვაქცინა ერთ წელიწადზე მოკლე დროში ვერ შეიქმნება

ამავდროულად, კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 1,3 მილიონს მიაღწია

46 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში დაინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 39 განიკურნა, ორი გარდაიცვალა. კარანტინში რჩება 5056 ადამიანი, ხოლო სტაციონარში ექიმების დაკვირვების ქვეშ - 386