18:55 02 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4626
  • 100 RUB4.4772
  • USD3.1172
ფოტო

ბლოკ-პოსტები თბილისის გარშემო: როგორ ცხოვრობს საქართველოს დედაქალაქი კარანტინში – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
20610
  • ბლოკპოსტები განთავსდა ყველა ტრასაზე, რომელიც თბილისში შემოდის. ფოტოზე - ბლოკპოსტი მცხეთიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე
  • მცხეთიდან შემომავალი ტრანსპორტი გულმოდგინედ მოწმდება. ამ გზით თბილისისკენ ავტომობილები მოდიან დასავლეთ საქართველოდან, შიდა ქართლის რეგიონიდან და საქართველოს სამხედრო გზიდან
  • ბლოკპოსტებზე აკონტროლებენ ავტომობილებს, რომლებშიც მგზავრები დადგენილ წესებს უნდა იცავდნენ
  • მძღოლებსა და მგზავრებს უნდა ეკეთოთ ნიღბები. გარდა ამისა, ავტომობილში დაშვებულია მხოლოდ სამი ადამიანის ერთდროულად ყოფნა, მძღოლის ჩათვლით
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან სამი ათასი ლარის ოდენობით, იურიდიული პირები - 15 ათასი ლარით
  • თუ სამხედროები და პოლიციელები, რომლებიც ბლოკპოსტებზე მორიგეობენ, დარღვევას ვერ აღმოაჩენენ, სატრანსპორტო საშუალებას გავლის საშუალებას აძლევენ. თუმცა ზოგიერთ მათგან შესამოწმებლად აჩერებენ
  • ასე გამოიყურება რუსთავის ბლოკპოსტი - აქ ყოველთვის აქტიური მოძრაობაა, ბევრი რუსთაველი თბილისშია დასაქმებული, ზოგიც საყიდლებისათვის მიდის
  • უფრო გაძლიერებული ბლოკპოსტია თბილისის შემოსასვლელში. აქ ასევე ხვდებიან ავტომობილები, რომლებიც საქართველოს სამხრეთ რეგიონებინ მოემართებიან
  • ყველა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოწყობილია სამედიცინო კარვები და საველე ჰოსპიტალები. საჭიროების შემთხვევაში ექიმები ამოწმებენ მოქალაქეებს, რომლებიც ბლოკპოსტს კვეთენ
  • ბლოკპოსტებზე არიან სამხედროები, რომლებიც უკეთიათ ნიღბები ან რესპირატორები, ხელთათმანები და სახის ფარები
  • გარდა ამისა, ბლოკპოსტებზე სატნრასპორტო საშუალებებს უტარდება დეზინფექცია
  • საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა იზრდება. ამ მომენტისათვის დაფიქსირებულია უკვე 117 შემთხვევა
  • კარანტინის ფარგლებში საქალაქთაშორისო ავტობუსებმა დროებით შეწყვიტეს მუშაობა. საქართველოს მოქალაქეებს დასახლებულ პუნქტებს შორის გადაადგილება მხოლოდ საკუთარი ტრანსპორტით ან ტაქსით შეუძლიათ
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეჩერებულია ქალაქებშიც
  • საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მთელ საქართველოში საკომენდანტო საათი მოქმედებს. ამ დროს ფეხით ან ტრანსპორტით გადაადგილება კატეგორიულად ეკრძალება ყველა მოქალაქეს. პოლიცია პატრულირებს გზებზე და დასახლებულ პუნქტებში, დაკვირვება ასევე დრონების საშუალებითაც მიმდინარეობს
ბლოკპოსტები განთავსდა ყველა ტრასაზე, რომელიც თბილისში შემოდის. ფოტოზე - ბლოკპოსტი მცხეთიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე

საქართველოს დედაქალაქის და ქვეყნის სხვა დიდი ქალაქების ყველა შესასვლელში ბლოკ-პოსტები განთავსდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ ებრძვის ხელისუფლება კორონავირუსს და ცდილობს ეპიდემიის შეჩერებას.

საქართველოს ტერიტორიაზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო ხელისუფლებამ მკაცრი ზომები მიიღო. თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, თელავის, ახალციხისა და გორის შესასვლელებში ბლოკ-პოსტები მოეწყო.

მთელი საქართველოს ტერიტორიაზე 31 მარტიდან კარანტინის რეჟიმი და საკომენდანტო საათი დაწესდა. საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00-მდე მოქალაქეებს აკრალული აქვთ სახლის დატოვება და ქუჩაში ფეხით ან ტრანსპორტით გადაადგილება. დაკეტილია უამრავი ობიექტი. მუშაობის ნებართვა აქვთ მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელ ობიექტებს.

იხილეთ როგორ გამოიყურება ბლოკ-პოსტები, რომლებიც მთელი თბილისის გარშემო განთავსდა კარანტინის დროს.

 

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები