13:18 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
ფოტო

თბილისელები და კორონავირუსი: როგორ გახდა ნიღბები ქალაქელების ცხოვრების ნაწილი - ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
125 0 0
  • ზოგისთვის ნიღაბი თავდაცვის საშუალებაა, ზოგისთვის კი - უკვე იმიჯის ნაწილიც
  • მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ნიღბები უკვე ჩვეულებად იქცა თბილისელებისათვის
  • ქუჩებში პირბადეებით იხილავთ ახალგაზრდებს
  • და ასაკოვნებსაც. ასაკთან ერთად კორონავირუსით დაინფიცირების საშიშროება იზრდება
  • ქალაქის ტრანსპორტში მგზავრების უმეტესობა ნიღაბს ატარებს. ავტობუსების მძღოლები ყოველთვის პიბადეებით და ხელთათმანებით სარგებლობენ
  • ნიღბები დეფიციტშია, მათი შოვნა ძალიან რთულია. ამიტომ ხშირად ადამიანები თავად აკეთებენ პირბადეს
  • ასეთია ქალაქის მკვიდრებისა და სტუმრების ახალი სტილი
  • ახალგაზრდები თავს იცავენ, ზოგი ნიღბით, ზოგიც - რესპირატორით
  • კორონავირუსისგან თავის დასაცავად ასევე იყენებენ ერთჯერად ხელთათმანებს
  • მთავრობამ მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა, თუმცა საზოგადოების ნაწილი მაინც გადის ქუჩაში ყოველდღიურად
  • თუმცა მათი რაოდენობა საკმაოდ ცოტაა, თუმცა მზიან ამინდში იზრდება
  • სამედიცინო ნიღბები გაყიდვაში თითქმის არ არის, სამაგიეროდ გამოჩნდა შავი პირბადეები, რომლებსაც გამყიდველები სოციალურ ქსელებში „მრავალჯერადს“ უწოდებენ
  • რამდენად უპირატესია შავი „მრავალჯერადი“ ნიღაბი ჩვეულებრივთან შედარებით? მხოლოდ პრაქტიკულობით? ყველა სპეციალისტი არ იზიარებს აზრს, რომ მრავალჯერადი ნიღბები იგივენაირად იცავს, როგორც სტანდარტული ერთჯერადები
  • შავ ნიღბებს ქუჩაში ხშირად დაინახავთ, მიუხედავათ მათი ფასისა - სამიდან ათ ლარამდე
  • ისინი, ვისაც სამედიცინო ნიღბების მარაგი აქვს, მათ გამოყენებას ამჯობინებენ
  • ზოგიერთი, ვისაც ნიღაბი და რესპირატორი არ აქვს, სახეს შარფით იხვევს და თვალებს სათვალით იცავს
  • აქ კი ყველაფერი გასაგებია - ფოტოზე ოჯახური წყვილია ასახული
  • ამგავრად, ნიღბები უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილად იქცა. რამდენი ხნით - ჯერ-ჯერობით უცნობია
  • გამვლელების ნაწილს მოწყენილი და ნაღვლიანი გამომეტყველება აქვს. კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს ემატება ეკონომიკური კრიზისის საშიშროება, ეროვნული ვალუტის კურსი ეცემა, საქმიანობა შეწყვიტა მრავალმა დაწესებულებამ, რაც ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება
  • ხოლო ეს ფოტო, რომელიც თელავშია გადაღებული, ნათლად გვიჩვენებს, ადამიანები ვირუსისგან თავის დაცვას ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობენ
© Sputnik / Alex Shlamov
ზოგისთვის ნიღაბი თავდაცვის საშუალებაა, ზოგისთვის კი - უკვე იმიჯის ნაწილიც

კორონავირუსის გავრცელების საშიშროებამ ქალაქის მოსახლეობის ჩვეული ცხოვრება შეცვალა. ასევე შეიცვალა მათი გარეგნობაც - ქუჩებში უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის სამედიცინო ნიღბებით. როგორ გამოიყურებიან თბილისის ქუჩებში გამვლელები - იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში

25 მარტის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის გავრცელების 73 შემთხვევაა დაფიქსირებული. ათი ადამიანი უკვე განიკურნა. საკარანტინო რეჟიმში რჩება ოთხი ათასზე მეტი ადამიანი, ექიმების დაკვირვების ქვეშ კი - 252. მთელ საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, მუშაობა შეწყვიტა ბევრმა ობიექტმა და საწარმომ. საერთაშორისო მიმოსვლა შეჩერებულია, ასევე აკრძალულია შიდა ავიაგადაზიდვები. მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმია. გზების ბლოკირებასა და წესრიგს ადგილზე ქართული არმია უზრუნველყოფს.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები