იტალიელებმა სოციალური ქსელების საშუალებით დაგეგმეს მუსიკალური ფლეშმობი, რომელიც კარანტინის ფონზე სხვადასხვა ქალაქების მოსახლეობის გაერთიანებისათვის ჩაიფიქრეს
ფლეშმობში, იტალიელების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ესპანელებმა, გერმანელებმა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსი COVID-19-ის პანდემიის შესახებ გააკეთა განცხადება. ჯანმოს გენერალური დირექტორი თედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ინფექციის გავრცელების ეპიცენტრმა ჩინეთიდან ევროპაში გადაინაცვლა.
იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო ზომები მიიღო. მოქალაქეებს აკრძალული აქვთ გადაადგილება დასახლებულ პუნქტებს შორის და ქუჩაში გადაადგილება განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე. დაკეტილია ყველა სკოლა და სასწავლო დაწესებულება, კინოები, თეატრები, მუზეუმები, სპორტული კომპლექსები, აკრძალულია ქვეყანაში ტურისტების შესვლა.