12:26 30 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
ფოტო

COVID-19 იტალიაში: ფოტოკადრები გარე სამყაროსგან ჩაკეტილი ქვეყნიდან

მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (870)
262 0 0
  • პატიმრები მილანში მდებარე ციხე სან-ვიტორეში ამბოხის დროს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრები კორონავირუსის გამო იკრძალებოდა
  • დუომოს უკაცრიელი მოედანი მილანში, ქვეყნის გარესამყაროსგან უპრეცედენტო ბლოკირების მეორე დღე
  • ბავშვები იშვიათად გამოჰყავთ ქუჩებში, თანაც აუცილებლად დამცავი ნიღბით - საგანგებო ზომები იტალიაში მკაცრად მოქმედებს
  • ექიმები ერთმანეთს ამოწმებენ, აქვთ თუ არა მომატებული სხეულის ტემპერატურა. სამედიცინო პერსონალი ინფიცირების დიდი რისკის ქვეშაა
  • მეტროს ვაგონებში ადამიანებს იშვიათად ნახავთ. ხალხი თავს არიდებს შინიდან ზედმეტად გამოსვლას
  • ამ ქალბატონებმა ჯერ არ იციან, რომ შესაძლოა ეს სილამაზის სალონში ბოლო ვიზიტი იყოს კარგა ხნის განმავლობაში - ამის მერე იტალია საზღვრებს ჩაკეტავს და როდემდე გაგრძელდება კარანტინი, არავინ უწყის
  • ოფიციანტი დიდი სიფრთხილით ართმევს ფულს ბოლო კლიენტს - ქვეყანა კარანტინზე მიდის
  • საქალაქო სამსახურები ყოველდღე ატარებენ ქუჩების დეზინფექციას
  • ვენეციის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომელი დეზინფექციას ატარებს რიალტოს ხიდზე
  • მედიკოსები კორონავირუსის შემთხვევების გამოსავლენად რეიდებს ატარებენ იტალია-სლოვენიის საზღვარზე
  • ქუჩაში იშვიათად გასული ადამიანები ერთმანეთს ხელს აღარ ართმევენ - შემოღებულია მისალმების უფრო უსაფრთხო ფორმა
© REUTERS / Flavio Lo Scalzo
პატიმრები მილანში მდებარე ციხე სან-ვიტორეში ამბოხის დროს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრები კორონავირუსის გამო იკრძალებოდა

კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანა მთლიანად გადავიდა საკარანტინო რეჟიმზე. რა ხდება ამ დროისთვის იტალიაში, იხილეთ ფოტოკადრები.

იტალია კორონავირუსის გამო ესოდენ მძიმე მდგომარეობაში რამდენიმე მიზეზის გამო აღმოჩნდა, მათ შორის იმის გამოც, რომ ქვეყანა ცნობილია სიცოცხლის ხანგრძლივობით და იქ ბევრი უფროსი ასაკის, ანუ დღეგრძელი ადამიანი ცხოვრობს, ვირუსი კი ყველაზე იოლად სწორედ მათ ერევა, ასეთია ექსპერტების ვარაუდი. 

იტალია იყო პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც COVID-19-მა შეუტია და ის აშკარად არ იყო მზად თავდაცვისთვის. 

გარდა ამისა, ზოგი მონაცემით, ევროკავშირის ქვეყნებიდან სწორედ იტალიაშია ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩინური დიასპორა. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანას ყოველწლიურად 5 მლნ ჩინელი ტურისტი სტუმრობს. 

ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15 113 კაცს შეადგენს. აქედან გარდაცვლილია 1 015 და განკურნებულია 1 045 პაციენტი.   

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (870)

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები