ესპანეთს ძლიერი ქარიშხალი „გლორია“ დაატყდა თავს – შედეგების შემზარავი ფოტოები
ესპანეთს ძლიერი ქარიშხალი „გლორია“ დაატყდა თავს – შედეგების შემზარავი ფოტოები
Sputnik საქართველო
ესპანეთში ქარის სიჩქარე 100 კმ/სთ-ს აღწევს, რაც დიდ ტალღებს წარმოქმნის, ამ ყველაფერს კი თან ერთვის ძლიერი თოვა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში... 23.01.2020-ს, Sputnik საქართველო
ესპანეთში ქარის სიჩქარე 100 კმ/სთ-ს აღწევს, რაც დიდ ტალღებს წარმოქმნის, ამ ყველაფერს კი თან ერთვის ძლიერი თოვა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში მძვინვარე სტიქიის სურათები.
ესპანეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. უამინდობის გამო დაკეტილია გზები, ასევე ხომალდების მიღება-გაშვება შეწყვიტეს ვალენსიისა და განდიის პორტებმა. სანაპიროზე ტალღების სიმაღლე 5-7 მეტრს აღწევს. ესპანეთის ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
სტიქიის გამო ესპანეთში დაიწყო ძლიერი თოვაც, რაც აქ დიდი ხანია არავის უნახავს. კატალონიისათვის კი ეს ნამდვილი რეკორდია. სტიქიის გამო დროებით შეჩერებულია სატვირთოებისა და ავტობუსების გადაადგილება.