12:51 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
ფოტო

როგორ აღნიშნეს ნათლისღება თბილისის სამებაში – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
81 0 0
  • ნათლისღების დღესასწაული ტრადიციულად სამების საკათედრო ტაძარში აღინიშნა
  • დღესასწაულში მონაწილეობას ღებულობს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც წყალკურთხევის დღესასწაულზე ღვთისმსახურებას აღავლენს
  • ტრაციციის მიხედვით, საქართველოში ამ დღეს ნათლიები ნათლულებს სტუმრობენ და დღესასწაულს ულოცავენ
  • იანვარში პატრიარქმა სამებაში 500-ზე მეტი ბავშვი მონათლა. ის დღეისათვის 41 ათასზე მეტი ბავშვის ნათლიაა
  • სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას
  • სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო
  • საეკლესიო სწავლების მიხედვით, მაცხოვარმა იორდანეში თავისი სამგზის შთაფვლით განწმინდა წყლები
  • ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება სადღესასწაულო წირვა
  • წირვის შედეგ ეკურთხება დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი მორწმუნე მრევლს ურიგდება
  • ნათლისღების წყალი უხრწნელად დიდხანს ინახება და ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი, რომელიც მას რწმენით დალევს, უამრავი სნეულებისგან შეიძლება განიკურნოს
  • საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ
  • ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება
  • ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს — მაცხოვრის ნათლისღებისას
  • საქართველოში ასევე ჩამოყალიბდა ტრადიციად, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ნათლულები ულოცავენ ნათლიებს დღესასწაულს და მიდიან მათთან სტუმრად
  • საქართველოში ნათლისღება სახელმწიფო დღესასწაულია და ის უქმე დღედ არის გამოცხადებული
© Sputnik / STRINGER
ნათლისღების დღესასწაული ტრადიციულად სამების საკათედრო ტაძარში აღინიშნა

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ნათლისღებას ყოველწლიურად აღნიშნავს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ აღნიშნეს თბილისში დღესასწაული.

მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 19 იანვარს 12 ქრისტიანური დღესასწაულიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – ნათლისღება აღნიშნა. ამ დღეს თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ლიტურგია ჩაატარა.

სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას. სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო. საეკლესიო სწავლების მიხედვით, მაცხოვარმა იორდანეში თავისი სამგზის შთაფვლით განწმინდა წყლები.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები