10:15 27 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
ფოტო

უცხოელების საახალწლო თავგადასავლები თბილისში – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
25530
  • ძველ ქალაქში ტურისტების ძირითადი გასართობი ფოტოების გადაღებაა
  • ვახტანგ გორგასლის ძეგლთან ტურისტები ქალაქის სურათებს იღებენ
  • შემდეგ კი ერთმანეთის გადაღებას იწყებენ
  • ზოგიერთი მათგანი მოაჯირზე ძვრება ლამაზი სურათის გადასაღებად
  • ასეთი სესიის დროს მტკვარში გადავარდნის რისკი იზრდება, თუმცა ეს ტურისტებს ვერ აჩერებს
  • დედაქალაქის სტუმრები მოედანზე საკმაოდ დიდ დროს ატარებენ
  • ტურისტების დიდი ნაწილი გორგასლის ძეგლისა და მეტეხის ფოტოს მტკვრის მეორე მხრიდან იღებს
  • სწორედ აქ იყრის თავს ტურისტთა უმეტესი ნაწილი. ბევრი ტურისტი აეროპორტიდან პირდაპირ თბილისის ისტორიულ ცენტრში მიემართება
  • ტურისტები აბანოთუბანში მისვლის დროს
  • ქალაქის სტუმრები გოგირდის აბანოების ფონზე ფოტოების გადაღებისას
  • ტურისტები სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე
  • ზოგიერთი მათგანი მტკვარზე ტივით სეირნობს
  • ასეთი აქტიური ნაოსნობა თბილისს იანვარში არ ახსოვს. ტურისტები მტკვარზე სეირნობენ და ღირსშესანიშნაობებს იღებენ
  • ტურისტებს ძალიან უყვართ თბილისის ეს ლამაზი და კოლორიტული უბანი
  • ტურისტები ლეღვთახევში
  • ტურისტებს ქუჩაში ქართული ღვინის დაგემოვნებასაც სთავაზობენ
  • ეს კი თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა - ნარიყალას ციხე და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია მის ტერიტორიაზე
  • ახალგაზრდა წყვილი ევროპის მოედანზე სეირნობის დროს
  • იანვარი საკმაოდ თბილი და უნალექო აღმოჩნდა, დღისით ტემპერატურა 15 გრადუსსაც აღწევს
  • ასე დაიწყო თბილისში იანვარი
  • სანამ თბილისის მკვიდრები საახალწლო დღესასწაულებს აღნშნავენ, ტურისტები ქალაქის ისტორიულ ცენტრს ეცნობიან და ახალი შთაბეჭდილებებით ივსებიან
© Sputnik / Alexander Imedashvili
ძველ ქალაქში ტურისტების ძირითადი გასართობი ფოტოების გადაღებაა

საახალწლო დღესასწაულების დღეებში თბილისს უამრავი ტურისტი ეწვია სხვადასხვა ქვეყნებიდან. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ რა აინტერესებდათ ყველაზე მეტად საქართველოს დედაქალაქის სტუმრებს.

ადრე საქართველოს ტურისტები ძირითადად ზაფხულში და შემოდგომაზე სტუმრობდნენ – სანამ თბილი ამინდებია. ახლა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან და უცხოელ სტუმრებში საქართველოს პოპულარობასთან ერთად, ტურისტები წლის ნებისმიერ დროს ჩამოდიან დასასვენებლად. ტურისტებს შორის თბილისში ყველაზე პოპულარული ადგილი ქალაქის ისტორიული ცენტრია.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები