07:32 26 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
ფოტო

საშობაო ზღაპარი: „ალილოს“ უძველესი ტრადიცია საქართველოში – ფოტო

მოკლე ბმულის მიღება
5610
  • „ალილოში“ მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო
  • ალილოში მონაწილე სასულიერო პირები ქრისტეს შობის ხატს მიაბრძანებენ
  • თეთრებში გამოწყობილი ბავშვები ალილოს მთავარი გმირები არიან, მათ მახარობლებს უწოდებენ, ვინაიდან ისინი პირველები მიდიან და ქრისტეს შობის შესახებ იუწყებიან
  • მსვლელობაში მონაწილე ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან
  • როდესაც პატარები იღლებიან, პროცესიის უფროსი მონაწილეები მათ ხელში აყვანილს ატარებენ
  • მონაწილეები სამახსოვრო ფოტოებსაც იღებდნენ
  • როგორც წესი, თბილისში მსვლელობა 14:00 საათზე იწყება და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდება - სწორედ ეს დროა საჭირო პირველი რესპუბლიკიდან ქალაქის ცენტრის გავლით სამებამდე მისასვლელად
  • სამებაში მსვლელობის მონაწილეები საზეიმო ღვთისმსახურებას ესწრებიან
  • „ალილოს“ სიმბოლოები, ბიბლიური პერსონაჟების გარდა, ზოგიერთი ეგზოტიკური ცხოველიცაა. ყველაზე დიდი მათ შორის არის სპილო, რომელზეც ხალხი ზის
  • ტრადიციულ „მონაწილეებს“ შორის არის კუც, რომლის ფონზეც პატარებს სურათებს უღებენ
  • „ალილოს“ მიზანი ქველმოქმედებაა. მსვლელობისას, მისი მონაწილეები საჩუქრებსა და შემოწირულობას აგროვებენ
  • „ალილოს“ მომდევნო დღეს შეგროვებული შემოწირულობა და საჩუქრები გადაეცემათ უპოვრებს, მზრუვნელობა მოკლებულ ბავშვებსა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბინადრებს
  • მსვლელობისას სიმბოლურად იყენებენ ხარსა და საჩუქრებით დატვირთულ უღელს, სადაც ბავშვებიც სხედან
  • პროცესია გზად რამდენჯერმე ჩერდება: პირველად პარლამენტის შენობასთან, შემდეგ თავისუფლების მოედანზე - საკრებულოს შენობასთან. საჩუქრებსა და შემოწირულობას „ალილოს“ მონაწილეებს ასევე გადასცემენ დეპუტატები და საქართველოს პრეზიდენტი
  • „ალილოს“ გამართვის ტრადიცია 15 საუკუნეზე მეტს ითვლის
  • დასახელება ტრადიციამ საშობაო სიმღერიდან დაიმკვიდრა
  • დღეისათვის მსვლელობას თეატრალიზებული ხასიათი აქვს და საკმაოდ სანახაობრივიცაა. ალილოს ესწრება ათასობით ადამიანი, მათ შორის ტურისტები და ქალაქის სტუმრები, ასევე თბილისის მკვიდრები
© Sputnik / Sergey Sitnikov.
„ალილოში“ მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო

საქართველოს დედაქალაქში ტრადიციული საქველმოქმედო მსვლელობა „ალილო“ გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ გაიმართა თბილისის ცენტრში ღონისძიება.

„ალილო" საშობაო მსვლელობაა სიმღერის თანხლებით, რომელიც შობის წინა ღამეს იმართებოდა. ეს სახელწოდება მიიღო ასევე ძველმა ქართულმა საქველმოქმედო ტრადიციამ, რომელიც საუკუნეების წინ გაჩნდა საქართველოში.

"ალილოს" ჩატარების ტრადიციას ყოველთვის საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა. შობას საქართველოში ხალხი აგროვებდა შემოწირულობას, რომელიც შემდეგ უპოვრებს ურიგდებოდა. მრავალი საუკუნის განმავლობაში "ალილოს" ჩატარების ტრადიციამ თავი დაიმკვიდრა. თუმცა საბჭოთა მმართველობის პერიოდში საქართველოში საშობაო საქველმოქმედო მსვლელობები აიკრძალა და მხოლოდ 90-იან წლებში აღდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით. 

ტრადიციისამებრ, "ალილოს" მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და მსვლელობას მართავენ ქალაქის ცენტრის გავლით – რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე და ბარათაშვილზე. მსვლელობის მონაწილეები მიემართებიან საქართველოს საპატრიარქოსკენ და პრეზიდენტის სასახლისკენ, შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობა სრულდება.

დღეისათვის მსვლელობას თეატრალიზებული ხასიათი აქვს და საკმაოდ სანახაობრივიცაა. "ალილოს" ესწრება ათასობით ადამიანი, მათ შორის ტურისტები და დედაქალაქის სტუმრები.

მსვლელობის მთავარი გმირები არიან "მახარობლები" – ბავშვები, რომლებსაც თეთრი სამოსი აცვიათ. ისინი გალობით ახარებენ ქრისტეშობას. გარდა ამისა, მსვლელობაში მონაწილეობენ ბიბლიური პერსონაჟების ფორმაში გამოწყობილი ადამიანებიც – ანგელოზები და მწყემსები, ასევე სასულიერო პირები. ისინი აღავლენენ ლოცვებს, მიასვენებენ ქრისტეშობის დიდ ხატს და მიაქვთ დროშები.

თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებსა და შემოწირულობას გადასცემენ, რაც შემდგომ დაუნაწილდებათ უპოვრებს, მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებს.

მეტი ფოტოლენტა

მთავარი თემები