თაგვი, რომელმაც დაიპყრო დიდების ხეივანი და შთააგონა მსოფლიო – ფოტო
თაგვი, რომელმაც დაიპყრო დიდების ხეივანი და შთააგონა მსოფლიო – ფოტო
Sputnik საქართველო
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2020 ვირთხის წელია. ტელეეკრანებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თაგვი უკვე 90 წელია მიკი მაუსია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“... 03.01.2020-ს, Sputnik საქართველო
აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2020 ვირთხის წელია. ტელეეკრანებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თაგვი უკვე 90 წელია მიკი მაუსია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში პოპულარული პერსონაჟის სურათები.
მიკი მაუსი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მულტიპლიკაციური პერსონაჟია. სწორედ მის შესახებ მულტფილმი გახდა პირველი ანიმაციური სურათი, რომელმაც ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი მიიღო. მიკი მაუსმა საპატიო „ოსკარიც“ მოიპოვა. ბოლოს და ბოლოს, ეს მსოფლიოში ერთადერთი თაგვია, რომელმაც XX საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკის თითქმის ყველა პრეზიდენტთან გადაიღო სურათი.
ფოტოზე: რეჟისორები გრიგორი ალექსანდროვი, სერგეი ეიზენშტეინი, რეჟისორი-მულტიპლიკატორი, მხატვარი და პროდიუსერი უოლტ დისნეი, ოპერატორი ედუარს ტისე 1930 წლის ივნისში
რუსეთში მიკი მაუსს სსრკ-ის დროს გაეცნენ. ფოტოზე: ოლიმპიელი დათვი და მიკი მაუსი მოსკოვის კინოთეატრ „როსიაში“ უოლტ დისნეის მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენების გახსნის ცერემონიაზე, 1988 წელი
მიკი მაუსი მაყურებლის წინაშე ყოველთვის სახასიათო კოსტიუმითა და თეთრი ხელთათმანებით ჩნდება. მინი მაუსი კი ცნობილია დიდი ბაფთითა და წითელი ფერისადმი სიყვარულით
ასეთი ცნობილი გმირი ჯილდოების გარეშე არ დარჩენილა. მიკი მაუსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაუხსნეს ვარსკვლავი, მის შემქმნელ უოლტ დისნეის კი 1932 წელს მისი შექმნისათვის „ოსკარი“ გადასცეს