მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საახალწლო ტრადიციები – ფოტო
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საახალწლო ტრადიციები – ფოტო
Sputnik საქართველო
დედამიწის ყველა კუთხეში უფროსებიც და ბავშვებიც საახალწლო სასწაულების მოლოდინში არიან. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში საახალწლო ტრადიციების ფოტოები... 30.12.2019-ს, Sputnik საქართველო
დედამიწის ყველა კუთხეში უფროსებიც და ბავშვებიც საახალწლო სასწაულების მოლოდინში არიან. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში საახალწლო ტრადიციების ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ახალ წელს მილიონობით ადამიანი ჩაიფიქრებს სურვილს და რწმენით ელოდება მის ასრულებას. რას მოაქვს ახალ წელს იღბალი? ამ კითხვაზე საპასუხოდ თქვენს ყურადღებას მსოფლიოს ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიციების რეიტინგზე მივაპყრობთ.
ახალი წელი ბრაზილიაში საზაფხულო დღესასწაულია, რადგან 31 დეკემბერს ამ ქვეყანაში სიცხეა. დღესასწაულამდე დიდი ხნით ადრე ქალაქის ქუჩებს ფერადი განათებებით რთავენ
საახალწლო დღესასწაული არგენტინაში დეკემბრის დასაწყისიდანვე იწყება. ნაძვის ხეს 8 დეკემბერს რთავენ, ამ პერიოდიდან იწყება აქტიური მზადება დღესასწაულისათვის, რომლის კულმინაციაც შობაა
ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია პანამაში ძალიან საინტერესოა. ისინი წვავენ ცნობილი ადამიანების თოჯინებს: პოლიტიკოსების, მწელების, სპორტსმენების, მხატვრების ან უბრალოდ საკუთარი დამსაქმებლებისას
ვიეტნამელები ახალი წლის წინ იძენენ პროდუქტებს, ხილს, ყვავილებს, ტკბილეულს და ტრადიციული რიტუალისთვის ემზადებიან, რა დროსაც წინაპრების ამბიონზე მსხვერპლს წირავენ
ახალი წლის წინა დღეს კოლუმბიის ქუჩებში ხელნაკეთი თოჯინების ტრადიციული მსვლელობა იმართება. ათობით თოჯინა, რომლებიც ძველ წელს ასახიერებენ, ავტომობილებზე მაგრდება. სწორედ ასე ემშვიდობებიან ძველ წელს ქვეყნის უძველეს რაიონში
ახალი წელი მიანმეში ნამდვილი მსვლელობაა, რომელშიც შერეული რელიგია, კულტურული ტრადიციები და ადათები, ასევე დღესასწაული აღნიშვნის თანამედროვე ევროპული სტილი. ტრადიციის მიხედვით, მსვლელობს მონაწილეები 31 დეკემბერს დილიდან მიდიან ტრაძარში სალოცავად